Home » საზოგადოება » ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეა, ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეთ
ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეა, ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეთ

ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეა, ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, ოსი ხალხი უნდა იყოს გაერთიანებული.

მისივე თქმით, როდესაც ხალხი გახლეჩილია, ის ვერ ვითარდება, ამიტომ ერთი იდეოლოგია უნდა იყოს – ოსი ხალხის გაერთიანება და ამ ეთნოსის განვითარება რუსეთის ქოლგის ქვეშ, რუსეთის ფედერაციის განვითარების საერთო ვექტორის ქვეშ.

ბიბილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეა. ეს სწორი კი არაა, ეს აუცილებლობაა.

2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, იმავე წლის სექტემბერში, რუსეთმა საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.

Share