Home » საზოგადოება » ანაკლიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 10.2 მილიონი დაიხარჯება
ანაკლიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 10.2 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 10.2 მილიონი დაიხარჯება

ვინ მოამზადებს ანაკლიის პორტთან მისასვლელი  საავტომობილო გზის, რკინიგზის და  შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალურ პროექტს კვლავ უცნობია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე 3 თვეა კონტრაქტორ კომპანიას არჩევს. ტენდერში მონაწილე 4-დან 3 კომპანია დისკვალიფიცირდა. ამჟამად, ყველაზე მაღალი ფასის, 9.59 მლნ ლარის შემთავაზებელი  ლატვიური Tilts –ის წინადადების განხილვა მიმდინარეობს.

ვიდრე ახალი გზის ჯერ პროექტი მომზადდება და შემდეგ მშენებლობა დაიწყება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდი- ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ჩაატარებს.

ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის კმ15- კმ25 მონაკვეთზე სამუშაოებს კომპანია New Road შეასრულებს, რომელმაც 10.18 მლნ ლარის კონტრაქტი უკვე მოიპოვა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან  9 თვეში უნდა შესრულდეს.

gbc.ge

Share