Home » საზოგადოება » ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს

ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  საგამოძიებო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Share