Home » ბიზნესი » „ანაკლია სითიმ“ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„ანაკლია სითიმ“ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„ანაკლია სითიმ“ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 „ანაკლია სითიმ“ და საავტომობილო ჰოლდინგმა „თეგეტა მოტორსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ხელშეკრუელბის ფარგლებში, კომპანიები აქტიურად ითანამშრომლებენ ახალი ბიზნეს პროექტების დასაგეგმად ანაკლიის ეკონომიკური ზონისა ფარგლებში, რომელიც მოიაზრება როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.

კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან პროექტების პოპულარიზაციის მიზნით, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო დერეფნის და წარმოების განვითარებას.

„მოხარული ვართ ამ შესაძლებლობით, დავიწყოთ კოოპერაცია „თეგეტა მოტორსთან“, რომელიც ჩვენს რეგიონში ბაზრის ძლიერი მოთამაშეა. ჩვენ ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას მოვიაზრებთ, როგორც მულტინაციონალური კორპორაციების დანიშნულების წერტილს ვისაც სურს რეგიონში დამკვიდრება და, რაც მთავარია, როგორც პლატფორმას ქართული კომპანიებისთვის, რათა საკუთარი ბიზნესი გააფართოვონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენი კომპანიების წარმატებული პარტნიორობის საწინდარია,“ – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის ავთანდილ წერეთლის თქმით, კომპანიისთვის საპასუხისმგებლოა პროექტში მონაწილეობა.

„ანაკლია სითი“ ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. პროექტის წარმატება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე და ქართულ კომპანიებს მეტი განვითარების შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე რეგიონალური მასშტაბით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ალტერნატიული და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასთან ახალ სავაჭრო აბრეშუმის გზაზე, ევროპასა და ჩინეთს შორის.”

სს „ანაკლია სითის“ შესახებ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) აქციონერებმა 2017 წელს დააფუძნეს „ანაკლია სითი“, რომელიც ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმდებარედ ყვეალა სახის ინფრასტრუქტურასთნ (პორტი; გზა; რკინიგზა) ინტეგრირებული მასშტაბური სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს. სპეციალური ეკონომიკური ზონის საწყის ეტაპზე 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური და მსუბუქი მრეწველობის ზონები, სადაც განთავსდება დამხმარე სავაჭრო და ბიზნეს ობიექტები. გრძლევადიან პერსპექტივაში, პროექტი მოიცავს დაახლოებით 2000 ჰექტარზე განთავსებულ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. პროექტით გათვალისწინებულია ევროპა-აზიის გადაკვეთაზე სატრანსპორტო და ბიზნეს ჰაბის შექმნა. ADC-ი არის საერთაშორისო კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც 52 წლით მიენიჭა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, დაპროქტების, დაფინანსების, მშენებლობის, ოპერირების და მართვის უფლება.

Share