Home » ფინანსები » ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ – რჩევა მათ, ვისაც კრედიტი ჩამოეწერა
ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ - რჩევა მათ, ვისაც კრედიტი ჩამოეწერათ

ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ – რჩევა მათ, ვისაც კრედიტი ჩამოეწერა

„ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ – რჩევა მათ, ვისაც კრედიტი ჩამოეწერა.

ასოციაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან გაპრობლემებული აქტივები შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა პორტფელის გაყიდვაზე უარი თქვა, პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა. თუმცა, ამომღებმა კომპანიებმა მსესხებლებისთვის ვალდებულებების მოთხოვნა და თანხების ამოღება თავიდან დაიწყეს. ამიტომაც, ყველამ ვისაც გაგინულდათ სესხი, მიმართეთ კომპანიებს დოკუმენტის – განულების ცნობის ასაღებად, რომელიც დაამტკიცებს, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ გაქვთ. თუ ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთის მოცემაზე, მიმართეთ წერილობით და დაიცავით თქვენი უფლებები,“ – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge ამ დროისთვის 615,164 მსესხებლის 1,387,296 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა კი 4,104,429,484 ლარია.

Share