Home » საზოგადოება » „ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა არ გამოვა, რადგან ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება“
„ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა არ გამოვა, რადგან ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება“

„ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა არ გამოვა, რადგან ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება“

ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა უბრალოდ არ გამოვა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკურმა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკში“ დაწყებულ გამოძიებას. მისი თქმით, თუკი „თიბისი ბანკში“ კანონდარღვევა არ ფიქსირდება, საგამოძიებო უწყება ხელოვნურად ვერ შეუქმნის პრობლემებს, რადგან ამ ბანკს სერიოზული მფლობელები ჰყავს.

„პროკურატურა ხელოვნურად რაიმეს ვერ მოუგონებს. ამხელა ბანკთან მიმართებაში რაიმე ხელოვნური საქმის შეთითხვნა უბრალოდ არ გამოვა, რადგან ამას დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება. არამგონია, რომ მთავრობას ეს სურდეს როდესმე. რაც შეეხება პროკურატურის ქმედებებს, უნდა დაველოდოთ შედეგებს. ერთი რამე დარწმუნებით შეიძლება ითქვას – თუ არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების ყურადღებას იმსახურებს, ამხელა ორგანიზაციას ხელოვნურად ვერავინ შეუქმნის რაიმეს იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული მფლობელები ჰყავთ. თუმცა თუ რაიმე კანონდარღვევა იქნა აღმოჩენილი, ამას თავისი შედეგი მოჰყვება,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

Share