Home » მსოფლიო » ამერიკული მეექვსე თაობის გამანადგურებელი – ლაზერული იარაღი, უჩინარი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი (ფოტო)
ამერიკული მეექვსე თაობის გამანადგურებელი – ლაზერული იარაღი, უჩინარი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი (ფოტო)

ამერიკული მეექვსე თაობის გამანადგურებელი – ლაზერული იარაღი, უჩინარი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი (ფოტო)

შეერთებულ შტატებში გაავრცელეს ინფორმაცია მეექვსე თაობის გამანადგურებლის შესახებ: ლაზერული იარაღი და ფრენის საგრძნობლად დიდი მანძილი. აშშ-ში წარმოადგინეს კენცეფცია მეექვსე თაობის გამანადგურებლის შესახებ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხვადასხვა დანიშნულების უახლოეს შეიარაღებასთან ერთად მიემატება ლაზერული შეიარაღებაც, ხოლო მისი დიზაინი კი ვიზუალურად სტელს-ბომბდამშენის B-2 და უპილიტო საფრენი აპარატის X-47B ნაზავი იქნება,ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამომცემლობა BreakingDefense.

გამომცემლობაში აღნიშნეს რომ კომპანია Northrop Grumman-ის სპეციალისტებმა მათ გააცნეს თვითმფრინავის მახასიათებლების ზოგიერთი დეტალი, მაგალითად თვითმფრინავს შეეძლება ძალზედ დიდ მანძილზე მოქმედება და შეეძლება საბრძოლო მარაგის დიდი ოდენობის ტარება,ასევე ამაღლებულია მისი სიცოცხლისუნარიანობა,და რაც ყველაზე მთავარია ახალი გამანადგურებელი F-35 და F-22 -თან შედარებით ბევრად უჩინარი იქნება.

ჯერჯერობით თვითმფრინავი კონცეპციის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ლაზერული იარაღის დადგმის შემთხვევაში კონსტრუქტორებს მოუწევთ რთული ამოცანის გადაჭრა,კერძოდ სითბური გამოსხივების გადანაწილება  – აღნიშნავს Breaking Defense.

ლაზერული იარაღის,რომელიც გამოყოფს გარკვეული რაოდენობის სითბოს,ასევე ელექტრონიკის მუშაობის უზრუნველყოფის სისტემები და რეაქტიული ძრავები რთული ამოცანის წინაშე აყენებს  კონსტრუქტორებს,ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათ უნდა უზრუნველყოთ თვითმფრინავის ნაკლებშემჩნევადობა-აღნიშნავს Breaking Defense.

გამომცემლობა ასევე აღნიშნავს რომ,მეექვსე თაობის ახალი თვითმფრინავი შესაძლოა გაბარიტებში ბევრად დიდი გამოდგეს ვიდრე ამჟამად არსებული საბრძოლო თვითმფრინავები.

Истребитель шестого поколения США

arma.ge

Share