Home » საზოგადოება » ალიბეგაშვილი: ბოლოს მივაღწიეთ, რომ “ამბასადორზე” წარწერა ქართულ ენაზეც გაეკეთებინათ
ალიბეგაშვილი: ბოლოს მივაღწიეთ, რომ "ამბასადორზე" წარწერა ქართულ ენაზეც გაეკეთებინათ

ალიბეგაშვილი: ბოლოს მივაღწიეთ, რომ “ამბასადორზე” წარწერა ქართულ ენაზეც გაეკეთებინათ

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არის ობიექტები, სადაც ბიზნესორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაწესებულებებია, თუმცა მასზე ქართულენოვანი აბრა არ არის გაკეთებული. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ენის სახელმწიფო დეპატამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ ქაოტური ვითარებაა.

„კი ბატონო, ნამდვილად ავალდებულებს ყველას, რომ ქვეყანაში აბრები აუცილებლად იყოს გაკეთებული ქართულ ენაზეც. მაგრამ, იმდენად ქაოტური ვითარებაა, რომ ერთ და ორ თვეში ამ ვითარებას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. ძალიან კარგია, რომ ასეთ საკითხებს აქცევთ ყურადღებას, მაგრამ უფრო მეტს გეტყვით, ბარათაშვილის ხიდთან დგას ფეშენებელური სასტუმრო „ამბასადორი“. ბოლოს მივაღწიეთ შედეგს, რომ კეთილი ინებეს და გააკეთეს წარწერა ქართულ ენაზეც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, თქვენი – ჟურნალისტებისა და მოსახლეობის დახმარებით, ამ შეტყობინებებით უნდა მივიდეთ შედეგამდე“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

Share