Home » მსოფლიო » ალჟირში ყველა მილიარდერი დააპატიმრეს
ალჟირში ყველა მილიარდერი დააპატიმრეს

ალჟირში ყველა მილიარდერი დააპატიმრეს

კორუფციული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში ალჟირში 5 ადგილობრივი მილიარდერი დააპატიმრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ბიზნესმენი ისად რებრაბი დააპატიმრა, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, $3,8 მლრდ–ს შეადგენს.

ასევე დააპატიმრეს კუნინეფების ოჯახის წევრი ოთხი ძმა, რომლებიც ალჟირის ყოფილ პრეზიდენტთან აბდელაზიზ ბუტეფრიკთან დაახლოებული პირები არიან.

PIA.GE

Share