Home » ბიზნესი » „ალდაგის“ მიერ დაზღვეული ძროხის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ალდაგი“ განმარტებას აკეთებს
„ალდაგის“ მიერ დაზღვეული ძროხის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ალდაგი“ განმარტებას აკეთებს

„ალდაგის“ მიერ დაზღვეული ძროხის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ალდაგი“ განმარტებას აკეთებს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“  გურიაში,  მგლის მიერ შეჭმული დაზღვეული ძროხის გამო განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. კომპანიის განმარტებით, 13 თებერვალს რამდენიმე მედია-საშუალებაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ოზურგეთის რაიონის, სოფელ შრომას მკვიდრი დ.ბ.-ს პრეტენზიის შესახებ. მოქალაქე სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“  ბრალს სდებდა შინაური ცხოველის დანაკარგის დროს. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია ზარალის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულების წარდგენას სთხოვდა, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

„ალდაგში“ განმარტავენ, რომ საკითხის მოკვლევა სადაზღვევო კომპანიამ პრობლემის დადგომისთანავე  დაიწყო და მოქალაქე დ.ბ.-სთან გასაუბრების შემდეგ  გაირკვა, რომ კომპანიას  ხსენებული მტკიცებულება მისგან არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. ასევე, გაირკვა, რომ მოქალაქეს სადაზღვევო პოლისის ვადა ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ამოეწურა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, ვერ მოხდებოდა.

„ინციდენტი ამოწურულია და მოქალაქეს კომპანიის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მიუხედავად ამისა, „ალდაგი“ საჭიროდ თვლის, მოსახლეობას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მისი პროდუქტის ირგვლივ, რომელიც ფერმერებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს. სერვისით სარგებლობისას, ზარალი, რომელსაც ფერმერი იღებს, მინიმუმამდე მცირდება. ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, კომპანია მზადაა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს და უკეთ გააცნოს სადაზღვევო პოლისის პირობები, რომლითაც საქართველოში ათასობით ფერმერი წარმატებით სარგებლობს,“ —აცხადებენ „ალდაგში“.

როგორც ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ერთ-ერთ ადგილობრივს მგელმა ძროხა შეუჭამა. დაზარალებული ყვება, რომ მას ეს ძროხა დაზღვეული ჰყავდა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.

“კომერსანტი”

Share