Home » საზოგადოება » ალავიძე და ქუმსიშვილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს
ალავიძე და ქუმსიშვილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

ალავიძე და ქუმსიშვილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

“აიპრესის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.” აიპრესი”  საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს ექსმინისტრების დაკითხვა.

“მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.” – განუცხადეს “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში.

დადგება თუ არა ყოფილი მინისტრების პასუხიმგებლობის საკითხი, ამის შესახებ პროკურატურაში კომენტარი არ კეთდება.

“აიპრესის” ინფორმაციით, ზურაბ ალავიძის მიმართ არაა გამორიცხული შეკითხვები საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერების საკითხს ეხებოდეს, “აიპრესი” ჯერ კიდევ რანდენიმე თვის წინ წერდა საგზაო პროექტების “შავ ხვრელებზე” და ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა ამ თემას.

ipress.ge

Share