Home » მსოფლიო » ალაბამაში პედოფილების ქიმიური კასტრაციით დასჯის კანონი ამოქმედდა
ალაბამაში პედოფილების ქიმიური კასტრაციით დასჯის კანონი ამოქმედდა

ალაბამაში პედოფილების ქიმიური კასტრაციით დასჯის კანონი ამოქმედდა

ალაბამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც პედოფილებს ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ BBC წერს.

კანონი იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობისთვის არიან გასამართლებულნი. ისინი იძულებულები იქნებიან ციხის დატოვებამდე მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას აჩერებს.

სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როდის აღარ იქნება ამ პროცედურის შესრულება კონკრეტული ადამიანისთვის საჭირო.

თუ დამნაშავე მედიკამენტების მიღებაზე უარს განაცხადებს, მაშინ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ, სანამ ამას მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ.

მსგავსი კანონი კალიფორნიის, ფლორიდისა და ლუიზიანის შტატებშიც მოქმედებს იმ განსხვავებით, რომ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ თვითონ აირჩიონ კასტრაციის ფორმა.

imedinews.ge

Share