Home » ახალი ამბები » ახალი ვირუსი Skype-ის მომხმარებლების საუბრებს იწერს
ახალი ვირუსი Skype-ის მომხმარებლების საუბრებს იწერს

ახალი ვირუსი Skype-ის მომხმარებლების საუბრებს იწერს

ახალი ვირუსი T9000, Skype-ის მომხმარებლების საუბრებს და პირად ინფორმაციას იწერს.

პირველად ამ ვირუსის შესახებ Palo Alto Networks-ის ექსპერტებმა განაცხადეს. ვირუსულ პროგრამას, ყველაზე პოპულარული ანტივირუსებიც კი ვერ პოულობს.

„ამ ვირუსის პირველადი ფუნქცია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა“, – განაცხადა Palo Alto-ს ექსპერტმა.

კომპიუტერი ამ ვირუსს Rich Text Format-ის (RTF) ფაილების გაშვების შემდეგ იღებს.

Skype-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ამ ახალი ვირუსის და მისი პოტენციური ზიანის შესახებ ახლა შეგროვების და გამოძიების ეტაპზეა.

Share