Home » გალერეა » ახალი თვალით დანახული ბათუმი
ახალი თვალით დანახული ბათუმი Robbie-ს ობიექტივში

ახალი თვალით დანახული ბათუმი

Robbie RG Commercialგულშემატკივრებს ახალ სიურპრიზს უმზადებს. პირველი ვიდეო, რომელიც დრონითაა გადაღებული და ეკრანზე ბათუმის ულამაზეს ხედებს შლის, რობის შემოქმედებისათვის ჩვეული პოპულარობით სარგებლობს. მეორე ვიდეო კი მზადების პროცესშია და ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მაყურებლებს ძალიან მალე მონუსხავს.

ამჯერად, საქმე ეხება Hyperlapse Batumi-ს, რომელიც თბილისის Hyperlapse-ური თავგადასავლისმსგავსი იქნება და აჭარულ სილამაზეს განსაკუთრებული ტექნიკით გადმოსცემს. საუბარია დიდი რაოდენობის ფოტოებით „გადაღებულ“ ვიდეოზე, რომელიც კადრების ერთმანეთზე გადაბმით იქმნება. დაუჯერებელიც კია, რომ ის, რასაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში ნახავს, 24 000-ზე მეტი ფოტოს შეერთებით იქნება გაკეთებული. იმისათვის, რომ უკეთ მიხვდეთ, რაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ Hyperlapse Tbilisi-ს, რომლის შესახებ ვრცელი ინფორმაციის წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

„ორივე პროექტის გადაღება სამ დღეში დავასრულე. დრონით კადრებს დღისითაც ვიღებდი და ღამითაც. თანამედროვე ბათუმის ამსახველ პირველ ვიდეოს საოცრად დიდი გამოხმაურება მოჰყვა,“ – აღნიშნა Robbie-მ, – „ახლა კი Hyperlapse Batumi-ს ვამზადებ, რომელიც 24 000-ზე მეტი ფოტოსაგან უნდა შევკრა. მონტაჟს 10 დღეზე მეტი მოვანდომე. შედეგად, მაყურებელი, სამი წუთის განმავლობაში, ბათუმის ყველა მნიშვნელოვან ადგილს ეწვევა“

აღსანიშნავია, რომ „Hyperlapse Batumi“ Robbie RG Commercial-ის ახალი გრანდიოზული პროექტის – Discover Georgia-ს პირველი ნაწილია, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეების ამსახველი ვიდეოებით გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ადამიანებისათვის დაუვიწყარ და უნიკალურ სანახაობას შექმნის.

წყარო: OK! magazine

Share