Home » საზოგადოება » „ახალი შენობა ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს 50 წლის განმავლობაში“
„ახალი შენობა ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს 50 წლის განმავლობაში“

„ახალი შენობა ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს 50 წლის განმავლობაში“

ახალი შენობა უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის შეუფერხებელ წარმართვას მომდევნო 50 წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბაკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უწყების ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას.

„ბოლო დროს, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გაზარდა ეროვნული ბანკის ფუნქციები. ესეც არაა საკმარისი, კიდევ უფრო გაიზრდება სებ-ის ფუნქციები, რადგან დღეს ფინანსურ სისტემაში ბევრი გამოწვევა არსებობს. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება ახალი ოფისის აშენების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სებ-ის სამუშაო პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, არა 2 ან 3 წლის, არამედ მომდევნო 50 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, მიწა ახალი სათავო ოფისისთვის გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით და კანონის სრული დაცვით შეირჩა.

„თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის მოძიებისთვის სებ-მა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართა. უწყებებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის ნაკვეთის არარსებობის შესახებ პასუხის მიღების შემდეგ, მოვიძიეთ სხვა ალტერნატივები. ყველა პროცედურა უმაღლესი სტანდარტებით იყო დაცული“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

Share