Home » მსოფლიო » ახალი კონტრაქტით, ლებრონ ჯეიმსი წამში $1.22–ს გამოიმუშავებს

ახალი კონტრაქტით, ლებრონ ჯეიმსი წამში $1.22–ს გამოიმუშავებს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გუშინდელი დღე დასამახსოვრებელი იყო, რადგან NBA-ს  უმთავრესმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მშობლიური კლუბი “კლივლენდ კავალიერსი” დატოვა და “ლოს ალნჯელს ლეიკერსში” გადავიდა.

ჯეიმსმა 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან, რა დროშიც მეფე ლებრონი 154 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ლიგაში სიდიდით მეორე კონტრაქტია (კრის პოლი, 4 წელი – 160 მილიონი). სტატისტიკის მოყვარულთათვის დავაზუსტებთ, რომ ლებრონ ჯეისმი ახალი კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 38,5 მილიონ დოლარს მიიღებს, თვეში 3,2 მილიონს, კვირაში 740 ათასს, დღეში 105 ათასს, საათში 4 ათასს, წუთში 73 ათასს, წამში 1.22 დოლარს.

როგორც ESPN.com-ი წერს, წინასწარი ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის მაისურებზე მოთხოვნა 600%-ით მეტია, ვიდრე ლეიკერსის მესვეურებს ჰქონდათ გათვლილი. ეს რაოდენობა ასევე გაციელბით მეტია, ვიდრე ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერსში” დაბრუნებისას იყო. მაისურებზე ასეთი მზარდი ტრენდის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირვველი, ლეიკერსის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქომაგები ლიგაში და მეორე, ლებრონ ჯეიმსის ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა.

ლებრონ ჯეიმსი მშობლიურ კლივლენდში 2014 წელს დაბრუნდა და გუშინდელ დღემდე კავალიერსის კალათბურთელი იყო, სადაც მან ქალაქს პირველი და ჯერ–ჯერობით უკანასკნელი, საჩემპიონო ბეჭედი მოუტანა კლუბს. მიმდინარე წელს ფინალში გაიყვანა გუნდი, თუმცა გოლდენ სტეიტ უორიორსთან ვერაფერი გააწყო ჯეიმსმა და კავალიერსის სხვა კალათბურთელებმა.

აქვე, იმასასც მოგახსენებთ, რომ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” სეზონის გახსნით საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების მინიმალური ღირებულება 600 დოლარს აღწევს.

Share