Home » საზოგადოება » „ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ”
„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ!"

„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ”

„როგორც ვიცი, ახალ პარლამენტში აღარ იქნებიან ის ნაციონალები, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის სათავეებთან იდგნენ და საქართველოს დიდი გამყიდველები არიან!” – აღნიშნული განცხადება ემზარ კვიციანმა „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააკეთა.

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს ოპონენტებისათვის „რუსეთის აგენტის” იარლიყის მიწებებას.

„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ”! ნაციონალები ვეღარ გააგრძელებენ ოპონენტებისათვის „რუსეთის აგენტის” იარლიყის მიწებებას, რადგან ნაცების ლიდერებზე, ვითომ პროდასავლურები რომ არიან, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, კარგად ვიცი, სინამდვილეში ვისი რეზიდენტებიც ბრძანდებიან და პარლამენტში ფაქტებით დავულაგებ ყველაფერს!” – განაცხადა კვიციანმა.

Share