Home » ბიზნესი » აკაკი ზოიძე – შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება
აკაკი ზოიძე - შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება

აკაკი ზოიძე – შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება

საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზია. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.

“ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გაკეთდეს. წელს გაძვირდება, თუ მომავალ წელს, მაგაზე არ არის საუბარი. იაფი და ხელმისაწვდომი თამბაქო არ უნდა იყოს. ფასის ზრდა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებმა ან ნაკლები მოწიონ, ან თავი დაანებონ”, — განმარტავს ზოიძე On.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა ფასის ზრდაა.

ის აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამი შესაძლოა, არაპოპულარული იყოს, თუმცა თამბაქოს მოხმარების თავის დანებების შემდეგ მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან. ის ამბობს, რომ არ გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას. მისი თქმით, მსგავსი რეგულაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა და გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

Share