Home » საზოგადოება » აკაკი ზოიძე – რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს
აკაკი ზოიძე - რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს

აკაკი ზოიძე – რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს

„რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს?! ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონტრაბანდასთან ბრძოლა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა

„ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა მწეველ ქალთა რაოდენობა, მამაკაცების 60 % ეწევა. ამის ფონზე ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ და შევაჩეროთ ეპიდემია, თუ ფასის ფაქტორიც დაემატება, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ნარკოდამოკიდებულებაა იგივე ნიკოტინდამოკიდებულება, დამოკიდებულების კუთხით იგივე ეფექტი აქვს, როგორც კოკაინს. ძალიან უჭირს ადამიანს დანებება თუ ძლიერი მოტივაცია არ აქვს, 10 %-ით თამბაქოს ფასის ზრდა 2-3%-ით ამცირებს მოხმარებას. და ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა დაბალია, ეს შედეგი 5%-ია. თუმცა ფასის აწევა იმოქმედებს იმ შემთხვევაშიმ თუ არ იქნება კონტრაბანდა, რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს?! ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონტრაბანდასთან ბრძოლა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Share