Home » ახალი ამბები » აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს
აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა მის კოლეგებთან უმრავლესობაში.

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ის საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება.

Share