Home » ახალი ამბები » აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს
აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს

აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს

პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.

როგორც აკაკი ზოიძე აღნიშნავს, უმრავლესობაში ნარკომომხმარებლებთან მიმართებით საპატიმრო სასჯელის გაუქმებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მისივე თქმით, ოდენობებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთასხვადასხვაობაა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე გავრცელდება, თუმცა მისივე თქმით, ახალი კანონპროექტის ამოქმედებამდე ორწლიანი გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც სპეციალური კომისია იმუშავებს.

„პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად, საპატიმრო სასჯელის გაუქმება. მაგრამ ამას ახლა პირობადადებულად ჩავწერთ, თუ დღეს ჩავწერთ, რომ სახეცვლილება მოხდება, რათა კომისიამ მაქსიმალურად იმუშაოს ნარკომომხმარებლებთან და ამ შედეგების მიხედვით მოვახდენთ შემდეგ, ორი წლის თავზე ცვლილების მიღებას, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Share