Home » საზოგადოება » აკაკი ზოიძე: ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ
აკაკი ზოიძე: ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ

აკაკი ზოიძე: ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გამოსავალია ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

“სპეცოპერაციას ნეგატიური გავლენა ჰქონდა თბილისის, როგორც საკლუბო ცენტრის, იმიჯზე”

“ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის გამკაცრება”, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ახალი ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა უნდა იყოს. ზოიძე იმედოვნებს, რომ დაგეგმილი რეფორმა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება.

Share