Home » მსოფლიო » აიათოლა ალი ჰამენეი – ბირთვული იარაღის წარმოებას და გამოყენებას ჩვენი რელიგია კრძალავს
აიათოლა ალი ჰამენეი - ბირთვული იარაღის წარმოებას და გამოყენებას ჩვენი რელიგია კრძალავს

აიათოლა ალი ჰამენეი – ბირთვული იარაღის წარმოებას და გამოყენებას ჩვენი რელიგია კრძალავს

მიუხედავად საჭირო ტექნოლოგიების ფლობისა, ირანს არასდროს უწარმოებია და გამოუყენებია ბირთვული იარაღი. ამას ჩვენი რელიგია კრძალავს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა.

„ბირთვული ბომბების წარმოება და გამოყენება ცოდვაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბირთვული ტექნოლოგიები, მსგავს ქმედებას თავს ვარიდებთ“, – განაცხადა ლიდერმა.

შეგახსენებთ, ირანი გამუდმებით უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ipn

Share