Home » საზოგადოება » „აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობა უცხოელი კადრებით უნდა შევავსოთ, ამაზე კარგ საქმეში ფულს ვერ დავხარჯავთ“
„აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობა უცხოელი კადრებით უნდა შევავსოთ, ამაზე კარგ საქმეში ფულს ვერ დავხარჯავთ“

„აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობა უცხოელი კადრებით უნდა შევავსოთ, ამაზე კარგ საქმეში ფულს ვერ დავხარჯავთ“

„ჩვენ გვაქვს 700 000 ჰა მიწა, რომელიც არ არის რეგისტრირებული“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დეპუტატთა ნაწილთან შეხვედრაზე განაცხადა.

„არავინ იცის, ვისია, რა ზომის არის, რა არის. ეს სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა დავარეგისტრიროთ“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა კვალიფიკაციის უზარმაზარი ნაკლებობა.

„აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობის შევსება უნდა მოხდეს უცხოური კადრებით, სანამ ჩვენსას არ შევქმნით. უნდა გამოვყოთ ამაზე თანხა და ჩავსვათ ეს აგრონომი და ვეტერინარი იმ რეგიონებში, სადაც საჭიროა. ამაზე კაი საქმეში ჩვენ ფულს ვერ დავხარჯავთ. რომ ველოდოთ, სანამ ჩვენსას განვავითარებთ, კიდევ ხუთი წელი გავა და ხუთი წლის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე საკითხს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Share