Home » ახალი ამბები » აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტეტი შრი-ლანკის უნივერსიტეტის “ჰორიზონტის კამპუსის” პარტნიორია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტეტი შრი-ლანკის უნივერსიტეტის “ჰორიზონტის კამპუსის” პარტნიორია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტეტი შრი-ლანკის უნივერსიტეტის “ჰორიზონტის კამპუსის” პარტნიორია
“ჰორიზონტის კამპუსი” შრი-ლანკაში კერძო უნივერსიტეტია, სადაც ყოველწლიურად 2000-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება შრი-ლანკის, ბრიტანული და ამერიკული ხარისხის მოპოვების მიზნით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ “ჰორიზონტის კამპუსის”თავმჯდომარე, უპულ დარანაგამა და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის რექტორი, ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჰ. ლ. ობეიესეკერა.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ჰორიზონტის კოლეჯის სტუდენტები შეძლებენ სწავლა განაგრძონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
ასევე, განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები. სტუმრები გაეცვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, ასევე მოინახულეს ახალი კამპუსის მშენებლობა.
Share