Home » ბლოგი » აღიარებს თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – რუსეთი ბელარუსის ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას წყვეტს
აღიარებს თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - რუსეთი ბელარუსის ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას წყვეტს

აღიარებს თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – რუსეთი ბელარუსის ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას წყვეტს

რუსეთი ოქტომბრიდან ბელარუსს ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას შეწყვეტს

როგორც ipress-ი წერს, ამგვარ ღონისძიებებს ხელისუფლება ბიუჯეტის შესავსებად ატარებს. მოწოდების განახლებისთვის აუცილებელია ნავთობპროდუქციის მიწოდების კომპენსაცია.

რუსეთი ოქტომბრიდან ბელარუსს ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას შეწყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია “Belneftekhim”, თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი რიბაკოვის, განმარტებით წერილში ცვლილებების ოქმის ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელიც ღეუტერს-მა შეისწავლა.

“რუსული მხარის ინიციატივით, ის შეუწყვეტს ბელარუსს ნავთობისა და გაზის შეუფერხებელ მიწოდებას. იმ მოტივით, რომ რუსეთის ბიუჯეტი ზარალდება, რადგან ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება.”-აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, Reuters-ის ცნობით, რუსეთმა უარი თქვა ბელარუსისთვის საელმწიფო კრედიტის მიცემა $ 1 მილიარდის ოდენობით. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ბელარუსისთვის სესხის გაცემაევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდიდან.

ნავთობპროდუქტების მიწოდების განახლებისთვისა და კრედიტებისთვის რუსეთი უკვე მიწოდებული ნავთობპროდუქტებისთვის კომპენსაციას ითხოვს. გამომცემლობის წყარომ რუსეთის მთავრობაში განაცხადა, რომ კრემლში შეშფოთებულები არიან მზარდი ექსპორტით, რომელიც მეზობელ რესპუბლიკაში მიემართება., რის გამოც რუსეთის ბიუჯეტი ზარალდება. გამომცემლობის სხვა წყაროს ცნობით, რომელიც კარაგდ იცნობს ამ მიმარტლებით მოლაპარაკებებს, აცხადებს, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ახალი შეუთანხმებლობის გამო გადადგა, რომელიც ნავთობპროდუქტებს შეეხება.

ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ კომენტარზე უარი განაცხადა. – იუწყება Reuters-ი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აიძულებდა მას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ თიმერ-ი ბელარუსული გამოცემა «Незыгарь»-ზე დაყრდნობით წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 10 წლის წინ ლუკაშენკო დაპირდა მედვედებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, თუმცა შემდგომში მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან დაახლოება.

„2010 წლის ზაფხულში, მინსკსა და მოსკოვს შორის მორიგი კონფლიქტის დროს, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ დემონსტრაციულად დაუთმო ეთერი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც წარადგინეს, როგორც „ქართული რევოლუციის ბელადი“. მან გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა და კომპლიმენტებით შემოსა ბელარუსის ხელისუფლება“, -ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ირწმუნება, რომ რედაქციას ხელში ჩაუვარდა აშშ-ის დიპლომატური მიმოწერის მასალები, რომელთა თანახმად ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოსთან ომის პროვოცირება, ხოლო მედვედევი აიძულებდა მას იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ლუკაშენკომ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.

«Незыгарь» ირწმუნება, რომ ვილნიუსში ვიზიტის დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს პუტინთან და მედვედევთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიგაუდას უშცკასთან.

„ლუკაშენკოსთვის მაშინ არ იყო ნათელი თუ ვინ გახდება უახლოეს პერიოდში რუსეთის ნამდვილი ბოსი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერაშია ნათქვამი, სწორედ იმის გამო, რომ ლუკაშენკომ გადაწყვიტა ეთამაშა პუტინსა და მედვედევს შორის არსებულ სავარაუდო წინააღმდეგობებზე. დაიწყო კონფლიქტი მოსკოვსა და მინსკს შორის“, – აღნიშნულია სტატიაში.

რამდენად უკავშირდება რუსული მხარის მიერ ბალარუსზე ნავთობპროდუქტების უწყვეტი მიწოდების შეჩერება ბელარუსის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” არ აღიარებს, ან რა უფრო ღრმა მიზეზი არსებობს გარდა ბიუჯეტის შევსებისა, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ამასობაში კი, ერთგვარ ეკონომიკურ ომში, რომელიც წამყვან ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, შესაძლოა ბელარუსიც მოყვეს და რუსეთის მხრიდან ბიუჯეტის უზარალობის გამო, კიდევ სხვა საექსპორტო პროდუქციის შეზღუდვებიც დაწესდეს.

სანდრო პირველი

Share