Home » ფინანსები » აფხაზური მილიონები მილიონერთა ბიზნესისთვის: ოკუპირებულ სოხუმის ეკონომიკური ვნებები
აფხაზური მილიონები მილიონერთა ბიზნესისთვის: ოკუპირებულ სოხუმის ეკონომიკური ვნებები

აფხაზური მილიონები მილიონერთა ბიზნესისთვის: ოკუპირებულ სოხუმის ეკონომიკური ვნებები

აფხაზური ბიზნესი საინვესტიციო პროგრამების მოლოდინშია. პირველი პროექტები უკვე შევიდა აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში, სადაც პირველად არჩევას გაივლის. მათ შორის ყველაზე პერსპექტიული პროექტები მოსკოვის ”საინვესტიციო სააგენტოში” გაიგზავნება, შემდეგ კი რუსული ბანკები ფულს გადმორიცხავენ. ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედიან ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამბურ აპბა, ე.წ. ფინანსთა მინისტრი ამრა კვარანძია, ე.წ. ვიცე-პრემიერი დიმიტრი სერიკოვი, ე.წ. პარლამენტის დეპუტატები გეორგი აგრბა, გურამ ბარგანჯია და ახრა ბჟანია. სწორედ ისინი აარჩევენ პროექტებს.

პროექტების ინიციატორები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ისეთ პროექტებს განიხილავს, რომელთა მინიმალური საერთო ინვესტიციების ჯამი მინიმუმ 20 მილიონი რუბლი იქნება. ამასთან, საწყის ეტაპზე ბიზნესმენს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ინვესტიციის ჯამური თანხის ათი პროცენტი.

პროექტების არჩევის მთავარი კრიტერიუმი ბიზნეს-გეგმის ფინანსური მიმზიდველობაა, რაც აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებას მოახდენს, კონკრეტულად კი აგროკულტურული კომპლექსის, ტურისტული მიმოსვლის და სამშენებლო მასალების მშენებლობის კუთხით.

”აფხაზური პროექტების” კოორდინატორი კირილ ბაზილევსკი საშუალო და მცირე ბიზნესთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს: ”აფხაზურ რეალობაში 20 მილიონი რუბლი არც საშუალო და მით უმეტეს არც მცირე ბიზნესია. მნიშვნელოვანია, რამდენად პრინციპული იქნება შერჩევა. თუ ის შესაბამება სამუშაო ჯგუფის განწყობას, ცოტას გაუმართლებს. მაქსიმუმ ათ კაცს. თუ სხვანაირად მიუდგებიან, შეიძლება დაფინანსება სხვებმაც მიიღონ, მაგრამ ეს საბოლოოდ ცუდი იქნება. რაც შეეხება საშუალო და მცირე ბიზნესის კრედიტებს, აქ ყველაფერი ბურუსითაა მოცული. არადა სწორედ მსგავსი კრედიტები ამოიყვანენ აფხაზეთის ეკონომიკას ჭაობიდან. სახელმწიფოში არ გააჩნიათ წარმოდგენა, თუ როგორ დაეხმარონ ფერმერებს და მცირე ბიზნესმენებს”, – აცხადებს ბაზილევსკი.

იურიდიული ფირმის ”ალექსანდროვი და პაპასკირი”-ს პარტნიორი ოლეგ პაპასკირიც იგივე აზრზეა: ”მცირე ბიზნესისთვის გასაცემი კრედიტების გაცემას აფხაზეთის ბანკი გეგმავს და 3 მილიონ რუბლამდე კრედიტებს გასცემს. გასაგებია, რომ მთელი ფინანსები, რომელსაც აფხაზეთის ბანკი გასცემს,

რუსული ბანკების ფულია, რომლებიც თავიანთი წესებით მოქმედებენ. საბოლოო ჯამში, ეს წესები იმისკენაა მიმართული, რომ სახსრები პირველ რიგში იმ ბიზნესმენებს შეხვდეთ, რომლებსაც ეფექტურად შეეძლებათ მათი ათვისება. ეს სქემა საკმაოდ სარისკოა რუსული ბანკებისთვის, რადგან აფხაზეთის საკრედიტო პრაქტიკა უკეთესის სურილს ტოვებს. მოკლედ ფსონზე არა მხოლოდ ფული, არამედ აფხაზური ბიზნესის საქმიანი რეპუტაციაც დევს”, – ამბობს პაპასკირი.

ambebi.ge

Share