Home » ახალი ამბები » აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ
აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ეწ. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიცია და ანქვაბის მხარდამჭერი კავშირი “ამცახარა” რაულ ხაჯიმბას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.

პარტიის მხარდამჭერები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სახლთან შეიკრიბნენ.  აფხაზურმა ოპოზიციამ მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას უნდობლობა გამოუცხადა და 21 ოქტომბრის ყრილობაზე მისი გადადგომა მოითხოვა. “ამცახარა” დე ფაქტო ხელისუფლებას ღალატსა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხაჯიმბას პოლიტიკა აფხაზების თვითმყოფადობას ლახავს. ოპოზიცია, ახალ, ე.წ. არჩევნებს ითხოვს და ოპოზიციურ ძალებს უახლოეს დღეებში საერთო სახალხო შეკრებისკენ მოუწოდებს.
მერაბ ჯოპუა, “ამცახარას” წარმომადგენელი:
– ყოველდღიურად უარესობისკენ მივდივართ. ქვეყანას კრიმინალები მართავენ; ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი; ნარკომანია ლამის აქაური ახალგაზრდების ცხოვრების წესად იქცა. განათლების მოთხოვნა დაიკარგა; კანონი, როგორც ასეთი, არ არსებობს და ამ ყველაფრის შემდეგ, რა საჭიროა ასეთი ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს აკეთებს… ამიტომ უნდა წავიდეს,- დასაკარგი არაფერია, ხაჯიმბას ბრტყელ-ბრტყელი განცხადები, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვუშლით ქვეყნის განვითარებას, არის თვითგადარჩენისთვის ნათქვამი სიტყვები.
პ.ს. არავინ იცის აფხაზეთში მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა, ერთი რამ ფაქტია,- ადგილობრივი პოლიტიკური ექსპერტები ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაპარაკობდნენ, რომ შემოდგომისთვის ვითასრება ისე დამძიმდებოდა, შესაძლოა, ვითარება ხელმძღვანელობის შეცვლამდეც კი მისულიყო…
Share