Home » ეკონომიკა » აფხაზეთში 3-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში
აფხაზეთში 3-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში

აფხაზეთში 3-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში

ISET-ის კვლევა: მოიხმარებს თუ არა აფხაზეთი ზედმეტს – 2018 წლის მარტი ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ ადამიანზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოხმარებას უსწრებს

2018 წლის მარტში, საქართველოს ელექტროსადურებმა 997 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ამ ელექტროენერგიის 24% ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურებში იქნა წარმოებული (188 მილიონი კილოვატი ენგურში, 49 მილიონი კილოვატი ვარდნილში). ელექტროენერგიის მოხმარება ლოკალურ ბაზარზე 1,116 მილიონ კილოვატს შეადგენდა. ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% აფხაზეთმა მოიხმარა (207 მილიონი კილოვატი).

სეპარატისტები ენგურჰესის დენს მთლიანად დაეპატრონენ

ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურები წარმოადგენენ თითქმის ერთადერთ ელექტროენერგიის წყაროს აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ამ ორი სადგურის წლიურ წარმოების 60% მოიხმარს. საინტერესოა, რომ აფხაზეთი, 250,000 ადამიანით წლიურად თითქმის იგივეს მოიხმარს რასაც თბილისის პოპულაცია( 1.15 მილიონი ადამიანი).

წინა რამდენიმე თვის მანძილზე, ISET-ს რამდენიმეჯერ მომართეს კითხვით აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ. ერთი შეხედვით დაფიქსირებული რიცხვები საფიქრალს გვაძლევს.

ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ დიდია ვიდრე მთელს ქვეყანაში. ელექტროენერგიის ასეთი დიდი მოხმარება არ არის სიახლე აფხაზეთისთვის. თუმცა, ბოლო 11 წლის მანძილზე, აფხაზეთს და დანარჩენ ქვეყანას ჰქონდა 5%-იანი ზრდა ელექტროენერგიის მოხმარებაში. ელექტროენერგიის სეზონური მოხმარება აფხაზეთს და დანარჩენ ქვეყანას შორის ერთმანეთს წააგავს. მოხმარება ყველაზე მაღალია ზამთარში და ყველაზე დაბალი ზაფხულის თვეებში.


► ჯავახეთის სომხური სათვისტომო ე.წ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ულოცავს

თუ ეკონომიკურ შედეგს შევხედავთ, დავინახავთ კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელს.  GDP-ს ყოველ ათას დოლარზე, აფხაზეთის რეგიონში მოიხმარეს ექვსჯერ მეტი ელექტროენერგია (3,824 კილოვატი), ვიდრე დანარჩენი ქვეყანის ნაწილი (651 კილოვატი). ეს მიუთითებს ძალიან არაეფექტურ ელექტროენერგიის მოხმარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არ არის განვითარებული ელექტროენერგიის მომხმარებელი ინდუსტირები პოლიმერების გარდა. ეკონომიკის 80% შედგება ვაჭრობით(27%), მშენებლობით(16%), ინდუსტრიით(11%), მმართველობა (13%), სოფლის მეურნეობა(7%), და ჯანმრთელობა(7%).

ასე რომ, ვინ მოიხმარს ბევრ ელექტროენერგიას?

თუ რიცხვებს შევხედავთ, დავინახავთ რომ არ არის ელექტროენერგიის ინტენსიურად მომხარებელი ინდუსტრია, რომელიც ბევრ ენერგიას მოიხმარს. ერთ-ერთი მიზეზი ელექტროენერგიის ზედმეტად მოხმარების გახდა კრიპტო ვალუტების მაინინგი. რამდენიმე სტატიის მიხედვით, აფხაზეთი “ნაციონალური” კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს, რათა საერთაშორისო სანქციები თავიდან აირიდოს ინვესტიციებზე. თუმცა, კრიპტოვალუტის მაინინგი არც თუ ისე ფართო მასშტაბიანია. უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის ე.წ სტატისტიკის ოფისის მიხედვით, მათ ინდუსტრიას მხოლოდ პატარა წილი მიუძღვის ჯამურ ღირებულებაში. მეორე, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოსგან წლების მანძილზე დიდად არ გაზრდილა (მხოლოდ 4% წლიური ზრდა 2017-ში). მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს არ გამორიცხავს ზრდადი კრიპტოვალუტების მაინინგს თეორიას.

► მოსკოვის ექს-მერი ლუჟკოვი ქართველებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დავიწყებას ურჩევს

ესეიგი, ყველაზე დიდი მოხმარება როგორც ჩანს მოსახლეობიდან მოდის. თუ გავითვალისწინებთ რომ არის ძალიან მაღალი მოხმარება თითოეულ სულზე, მოსახლეობა ალბათ ელექტროენერგიას არამოკრძალებულად ხარჯავს დაბალი ტარიფების გამო, რომლებიც ელექტორენერგიის მოხმარებას აკისრია.

Chernomorenergo-ს მიხედვით, ელექტროენერგიის ტარიფები აფხაზეთში ძალიან დაბალია: 0.4 რუბლი(1.6 თეთრი – 0.7 ა.შ.შ ცენტი) თითო კილოვატზე ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის და 0.85 რუბლი(3.3 თეთრი – 1.3 ა.შ.შ ცენტი) თითოეულ კილოვატზეე “ლეგალურად” მყოფი პირებისთვის. ეს ტარიფები ელექტროენერგიას თითქმის უფასოს ხდის აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგია 14-ჯერ უფრო ძვირი ღირს.

შეჯამება

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოთხოვნა ბოლო 11 წლის განმავლობაშ ნელ-ნელა იზრდებოდა. არის ეს აღმაშფოთებელი? შეიძლება.  ზამთრის სეზონში, აფხაზეთს შეიძლება რეგულარულად დასჭირდეს მეტი ენერგია ვიდრე ორივე ჰიდროელექტროსადგურს ერთად შეუძლია აწარმოოს – ეს სიტუაცია ადრე უკვე მომხდარა. თუ ეს განმეორდება, ეს დიდი გამოწვევა იქნება ქართველი პოლიტიკოსებისთვის. ეს რამდნეიმე კითხვას დაბადებს, მაგალითად, მოამარაგებს თუ არა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას ელექტრო ენერგიით თუ აფხაზეთი წარმოებულ ენერგიას მთლიანად შთანთქავს? რა არის ოპტიმალური სტრატეგია, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას?

ამ კითხვებზე პასუხი მოითხოვს პოლიტიკური კლიმატის და ეკონომიკის ანალიზს. უდაოა, რომ თუ აფხაზეთთან კონფლიქტი ვერ მოგვარდა, საქართველოს მოუწევს ახალი პოლიტიკის გატარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაწოდებს ენერგიას ამ რეგიონს. ამის გაკეთების მარტივი რეცეპტი არ არსებობს.

ISET-ის კვლევა

 

Share