Home » მსოფლიო » ადიდასი ბიოდეგრადირებად ფეხსაცმელს გამოუშვებს
ადიდასი ბიოდეგრადირებად ფეხსაცმელს გამოუშვებს

ადიდასი ბიოდეგრადირებად ფეხსაცმელს გამოუშვებს

ადიდასი ისეთი ბიოდეგრადირებადი ფეეხსაცმლის გამოშვებას აპირებს, რომელიც შესაძლოა 36 საათში დაიშალოს

 

კომპანია ადიდასმა შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალური ფერმენტის დამატებით შეიძლება დაიშალოს 36 საათში. ფეხსაცმელი შექმნილია ძლიერი ბიოსტილის მასალის გამოყენებით, რომელიც კომპანია ბიოტეკის ფაბრიკაშია დამზადებული.

როგორც ირკვევა ფეხსაცმლის შესაქმნელად ისეთივე მასალაა გამოყენებული, როგორსაც ობობა აბრეშუმის შესაქმნელად იყენებს. ადიდასმა ეს პროდუქტი 2016 წელს ბიოფაბრიკის კონფერენციაზე წარადგინა და უკვე ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ის გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვებოდა. კომპანია ადიდასში აცხადებენ რომ ეს კონკრეტული პროდუქტი 15%-ით მსუბუქია  სხვა ფეხსაცმლებისგან განსხვავებით და გამოიყენება ისეთი მასალა, რომელიც შედარებით მეტი გამძლეობით გამოირჩევა.

აღმასრულებელი დირექტორის ჯენს კლეინის თქმით ფასთან დაკავშირებით ზუსტი ციფრი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ პროდუქტი აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი საშუალო შემოსავლიანი მომხმარებლისთვისაც.

გარდა ამისა კომპანია სხვა ახალ პროდუქტებზეც იწყებს მუშაობას და მომავალში უამრავ სიახლის დანერგვას გეგმავს.

 

 

ლევან ლაგვილავა

Share