Home » მსოფლიო » Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა
Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა

Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა

როგორც Bloomberg-ი წერს, Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა.

მას შემდგომ რაც მანჩესტერ იუნაიტედმა და ამსტერდამის აიაქსმა ევროპა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს, აქედან ერთი გამარჯვებული ამთავითე ცნობილია და ეს ადიდასი.

გერმანული ფირმა, რომელიც ორივე კლუბს აფინანსებს, ასევე სპონსორია ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული კლუბებისა – ტურინის იუვენტუსის და მადრიდის რეალის.

ამ ბაზარზე ადიდასი დიდ კონკურენციას უწევს ნაიკსა და პუმას. აღნიშნული ფირმები იხდიან ასეულობით მილიონ დოლარს, რათა მათი ლოგო იქნას დატანებული ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბის მაისურებზე. ასე მაგალითად, ნაიკმა საფეხბურთო კლუბ ჩელსისთან წინა წელს 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რისი მთლიანი ღირებულებაც 1.1 მილიარდი დოლარია. ხელშეკრულება ძალაში შევა მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს ჩელსის დაუმთავრდება კონტრაქტი ადიდასთან.

ადიდასი და ნაიკი წლების განმავლობაში უწევენ კონკურენციას ერთმანეთს საფეხბურთო აღჭურვილობის გაყიდვებში. 2016 წელს გერმანულმა ადიდასმა მოახერხა ლიდერობის მოპოვება აღნიშნულ ბაზარზე.

წინა წელს ადიდასმა 2.5 მილიარდი დოლარი დახარჯა მარკეტინგული მიმართულებით. შედეგად მისი შემოსავლები 12%-დან 13%-მდე გაიზარდა.

მართალია, ორივე კომპანია კლუბების დასასპონსორებლად კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ადიდასს უკეთესი წელი აქვს. ყველა ის კლუბი, რომელსაც ნაიკი აფინანსებს, მანჩესტერ სიტი, მადირიდს ატელტიკო, მონაკო, ბარსელონა, დარჩნენ ტურნირის მიღმა.

ადიდასის მიერ დასპონსორებულმა მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ცემპიონობა მოპოვა, ჩემპიონი გახდა ჩელსიც და დიდი ალბათობით იტალიის ჩემპიონობას გაინაღდებს ტურინის იუვენტუსი.

ესპანეთში კი ჯერ საჩემპიონო რბოლაა ნაიკის მიერ დაფინანსებულ ბარსელონასა და ადიდასის მიერ დასპონსორებულ მადრიდის რეალს შორის. საფრანგეთში ნაიკის მიერ დასპონსორებული ორი გუნდია ჩემპიონობის პრეტენდენტი – მონაკო და პირისენჟერმენი.

 

ბაჩო ჯინჭარაძე

Share