Home » მსოფლიო » Adidas-მა ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი წყვილი ბოტასი გაყიდა
Adidas-მა ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი წყვილი ბოტასი გაყიდა

Adidas-მა ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი წყვილი ბოტასი გაყიდა

2017 წელს Adidas-მა ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი წყვილი ბოტასი გაყიდა

ახლა კი კომპანია გადამუშავებული ტანსაცმელის ახალ ხაზს წარადგენს, სადაც დილობს, რომ გახდეს უფრო მდგრადი ამ მიმართულებით მუშაობის კონტექსტში.

გასულ წელს, Adidas-მა და Parley for the Oceans- მა მილიონზე მეტი ბოტასი გაყიდა, რომლებიც ოკეანის გადამუშავებული პლასტმასით იყო დამზადებული. Adidas-ის გუნდი გარემოსდაცვით ღონისძიებებს ახორციელებს და, შესაბამისად, გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

► ადიდასი ბიოდეგრადირებად ფეხსაცმელს გამოუშვებს

მდგრადი განვითარება ყველა ინდუსტრიაში, ყველა კუთხით, კარგი პრაქტიკაა. ის ბრენდებს აფიქრებს თავიანთი პროდუქციის გვერდით მოვლენებზე, მომხარებლებს კი ამშვიდებს იმის ცოდნით, რომ მათი შეძენილი საქონელი არ არის საზიანო გარემოსთვის.

საცალო ვაჭრობაში, Adidas-ი არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი კომპანიებისა, რომელმაც თავისი თავი მდგრად განვითარებას და ეკოლოგიურ სისუფთავეს მიუძღვნა.

Adidas-ის ყველაზე დიდი მდგრადი განვითარების ძალისხმევები Parley for the Oceans-თან თანამშრომლობით განხორციელდა. 2015 წელს, ეს ორი კომპანია გაერთიანდა და შექმნეს ბოტასი, რომელიც მთლიანად დამზადებულია ოკეანის სანაპიროზე, როგორც გამორიყული, ასევე ოკეანეში მოძებული ნაგვით. მაგალითად, ისეთი ნაგვით, როგორიცაა არალეგალური ღრმა-ზღვის სათევზაო ბადეები. ფეხსაცმელი შთამბეჭდავი იყო დიზაინის, ასევე, როგორც მდგრადი განვითარების მხრით. თუმცა, ამ ორი კომპანიის პარტნიორობა, წინა წელს უფრო ეფექტური გახდა, როდესაც ბოტასები Parley x Adidas Ultra Boost-ი საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

► Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა

2017 წელს, მათ 1 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდეს და ახლა მომავლისთვის მათი მიზნები უფრო გაზრდილია, Parley A.I.R. სტრატეგიით, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება:

თავიდან აირიდე: 2017 წელს დაახლოებით 70 მილიონი პლასტიკური ჩანთა დაიზოგა ქაღალდის ჩანთებით ჩანაცვლებით. პლასტმასი Adidas-ის პროდუქტების ხშირი ნაწილია, თუმცა ის ცდილობს, რომ პლასტმასის მოხმარება შეამციროს.

გადაკვეთე: მატერიალის დანაგვიანებული ოკენიდან მოპოვების გარდა Parley-მ და Adidas-მა გადაწყვიტეს, ასევე, მოაგროვონ სანაპიროებზე დაყრილი ნაგავი.

შეცვალე დიზაინი: ინოვაცია დიდი ნაწილია ფეხსაცმელების და სპორტული ტანსაცმლის დიზაინისთვის, მაგრამ დიზაინის გაუმჯობესება არ არის Adidas-ის ერთადერთი საზრუნავი. მასალის გამოყენების უკეთესი მეთოდები ნიშნავს იმას, რომ ბრენდს შეუძლია შეცვალოს სტატუს-ქვო, რასაც სხვა ტანსაცმლის კომპანიები იცავენ.

ზაზა ხორბალაძე
Business Insider-ის მიხედვით

Share