Home » საზოგადოება » აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გახდა
აჭარის განათლების, კულუტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გახდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გახდა

აჭარის განათლების, კულუტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გახდა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს დანიშნა.

“მას გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ასევე, მას ბოლო წლებში გამოცდილება აქვს უმაღლეს საბჭოში მუშაობის. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აღარ იგეგმება. რაც შეეხება ქვედა დონეებს, ის გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი 26 მაის მოხსნა. მიზეზი ბათუმში გამართულ ფესტივალში რუსეთიდან ანსამბლის მონაწილეობა და რუსეთის დროშების გამოჩენა გახდა.

Share