ახალი ამბები

სხვა სიახლეები
პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირების ინიციატივას მხარი დაუ...

პირველი მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს „საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ამ მიმართულებით ახალი საგადასახდო განაკვეთი 2025 წლიდან ამოქმედდება.ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა.დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, გოჩა ენუქიძემ და ელგუჯა გოცირიძემ მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

1713361463

თბილისში პედაგოგ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა იხსნება

გამოფენის ორგანიზატორია „ბავშვთა საერთაშორისო ფონდი“, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით მიზნად ისახავს 80-ზე მეტი პედაგოგ მხატვარის წარმოჩენას, ფართო საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობასა და წახალისებას და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ხელშეწყობას.გამოფენა ეწყობა „ბავშვთა საერთაშორისო ფონდსა“ და მხატვართა კავშირს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.დასაწყისი: 18:00მის: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #6 (საქართევლოს მხატვართა კავშირი. მისასვლეი ყაზბეგის გამზირიდან, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)საკონტაქტო პირი: ანა ალავერდაშვილი: 599772148

1713358106

„ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის...

მისი თქმით, „ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით და მეგობრობას გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება“.„კომერსანტი“ თემურ ჭყონიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირების და ამ კანონის საჭიროების შესახებ ესაუბრა.ბატონო თემურ, როგორ აფასებთ ერთი წლის შემდეგ, ე.წ. რუსული კანონის კვლავ დაინიცირებას?თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: თემა არის შემდეგი - კანონს ჰქვია „რუსული“. საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომლის სიტყვა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, კანონს „რუსული კანონი“ დაარქვა. რამდენიც არ უნდა ეცადოს პოლიტიკური ელიტა, ამ სახელის ცვლილებას, ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ საზოგადოებაში და მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მას „რუსული კანონი“ ჰქვია. რუსული აგრესიიდან, დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ომიდან, რუსეთში არსებული აგრესიული შიდა პოლიტიკიდან, გამომდინარე ის ქვეყნები, რომლებმაც უნდა მოგვცენ ევროპის წევრობის გახდომის შესაძლებლობა, და ყველა ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე ამ კანონს ეწინააღმდეგება. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გვეუბნება, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია. ე.ი. არავინ და არაფერი დარჩა ამ კანონის მხარდამჭერი. აქედან გამომდინარე, უკვე ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით. მეგობრობას კი გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება.ევროპის წევრობა ნიშნავს იმ კანონმდებლობით ცხოვრებას, რაც ევროპაში არსებობს. რატომ ვცდილობთ ევროპაში გაწევრიანებას? რა არის ჩვენი მიზანი? მარტო ის, რომ ვიზის გარეშე ვიაროთ ევროპაში? ევროპაში გაწევრიანება ნიშნავს ევროპული იდენტობის, ევროპის ფინანსების, ევროპის კულტურის ინტეგრირებას საქართველოს კულტურასთან და ფინანსებთან. აქ ჩვენ არავინ არაფერს გვართმევს, პირიქით - შეიძლება ჩვენთან ურთიერთობა უფრო დიდი შენაძენი იყოს ევროპისთვის, ვიდრე ევროპა ჩვენთვის. მე რასაც ვსაუბრობ იმდენად ცხადია, რომ მერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარი. ამ თემაზე საუბარი დაბალი დონეცაა.მაშინ რას ემსახურება მთავრობის მხრიდან კანონის ხელახლა დაინიცირება და ასეთი დაჟინება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღონ?ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება „რუსული კანონის“ ხელახლა დაინიცირება. ვერ ვიგებ, რა საჭიროა ეს თემა.მაგრამ ამ თემას აქვს დადებითი მხარეც. ამ ყველაფერმა გამოიღო ძალიან დიდი დადებით შედეგი. დავინახე ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ველოდებოდი. დავინახე ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესოდ საუბრობენ, რომლებსაც საინტერესო ლოგიკა, საინტერესო ჭკუა და თავისი სამშობლოს დიდი ერთგულება აქვთ. დიდი მადლობა „რუსულ კანონს“, რომ ამდენი თანამედროვე ახალგაზრდა გამოაჩინა საქართველოს მომავალი მმართველობის ასპარეზზე.commersant.ge

1713355260

ოთხმა ჩინურმა ბანკმა რუსეთიდან იუანში გადახდების მიღება შეწყვიტა

ბანკებმა შეზღუდვების შემოღება დაიწყეს მარტის ბოლოს, მეორადი სანქციების შიშით.ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებით სამრეწველო საქონელზე გადახდები გართულდა, თუმცა ჩინეთმა შესაძლოა გამოტოვოს გადარიცხვები ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტებისთვის.

1713354954

როდის და რომელი კომპანია შემოიყვანს თბილისში დამატებით 18-მეტრიან ავტო...

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია.„იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ.წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეთა მოტორსი“, რომელიც მოგვაწვდის „მანის“ მარკის 40 ერთეულს, რომელიც გაზზე მომუშავეა, ისეთივეა, როგორიც დღეს თბილისში გადაადგილდება.ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანებს გაჩერებაზე დიდხანს არ უწევდეთ ლოდინი, ლოდინის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. 1 წელში უნდა მოხდეს ავტობუსების მოწოდება“, - აღნიშნა კალაძემ.

1713352992

თიბისიმ და EBRD-მა "ლოპოტა სპა რეზორტის" ინფრასტრუქტურის განვითარება დ...

2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.ჯაზკლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კორპუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. "ლოპოტა სპა რეზორტი" გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, "ლოპოტა სპა რეზორტზე" საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.დამატებით, „ლოპოტა", EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა "ლოპოტას" ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობრივი ტურიზმის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზკლუბი საინტერესო ჯაზსაღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერენციო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი", - გიორგი ქევანიშვილი, "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი.„გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია "ლოპოტას" წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა" ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ" მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ "ლოპოტა სპა რეზორტის" მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას" გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.  EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა" ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business ("SiB") პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები", - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.

1713352959