ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ს პირველი ფილიალი გ...

პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება.KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME.„კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა“საქართველოს ბანკისა  და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

1713871548

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა

მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყვლზ სწრფ ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება თუ დაპაუზება. სწორედ ამისი შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი - 6 წუთი და 11 წამი.“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი სისტემები გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, თავად მომხმარებლებიც ინფორმირებულნი არიან, რა ეტაპზეა მათი სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს - ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, - დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

1713869391

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადავცემთ, ყოველი მატჩის მოგები...

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვე-ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

1713867122

როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსა...

„საქართველოს ბანკი ბევრ საინტერესო ბიზნესთან პარტნიორობს. მეამაყება, რომ ჩვენი ბიზნესების პორტფოლიო მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მოიცავს ბიზნესების ფართო სპექტრს - მცირე სტარტაპებიდან დაწყებული მსხვილი საწარმოებით დამთავრებული“, - გვიყვება ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში.„ყოველდღიურად, ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი ამბები ხდება - რამდენიმე წლის წინ დაარსებული, პატარა კომპანია სულ ახლახან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა და ჩვენ ამის უშუალო მომსწრეები ვიყავით. ყოველი ასეთი წარმატების ისტორია კი გვაძლევს მოტივაციას, უფრო აქტიურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განმარტავს ის.როგორც ელენე ამბობს, საქართველოს ბანკის მიზანია, მომხმარებელთან განსაკუთრებული, გრძელვადიანი კავშირი დაამყაროს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პროდუქტების განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნისკენ მიმართული პროექტები თუ სხვა, აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას ბიზნესების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისები და პროდუქტები, განავითარონ არსებული შეთავაზებები და მისცენ მათ ზრდის შესაძლებლობა.უფრო დეტალურად საკუთარი საქმიანობის შესახებ კი ელენე ინტერვიუში გაგვესაუბრა.- რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა?ვფიქრობ, ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს სინერგიული, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აკავშირებთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კი, ბიზნესი იძენს წვდომას მნიშვნელოვან ფინანსურ და დამატებითი ღირებულების რესურსებზე.აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესების წარმატება არა აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და გაზომვადია. როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციისა და შთაგონების წყარო ხდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გუნდთან ერთად გვაძლევს კიდევ უფრო მეტ ძალას, შევქმნათ მომხმარებლის/ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისები.- რა არის თქვენი გუნდის და თქვენი მიმართულების მთავარი ღირებულება?ვფიქრობ, ჩემი გუნდის მთავარი ღირებულება და გამაერთიანებელი ძალა საერთო სურვილია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისა და ბიზნეს ლანდშაფტის განვითარების პროცესში.ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომლის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისთან ერთად მუშაობ. ვთვლი, რომ საქართველოს ბანკის გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, შედეგებზე ორიენტირებული და დიდი ცოდნის მქონე ერთეული, რაც მეხმარება როგორც პიროვნულ ზრდაში და დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე მაძლევს მოტივაციას, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და უფრო მეტი გავაკეთოთ ბიზნესების ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში.- როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული მეწარმეების გაძლიერების პროცესში და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებთ. რომ მოგვიყვეთ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, შექმნას ბიზნესისთვის ზრდის და განვითარების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს განათლების მიმართულებით, რაც ეხმარება მათ აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო თემები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და თანამედროვე მიდგომებს.ბიზნესის განათლების მიმართულებით გამორჩეული პროექტია Businesscourse.ge - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც განსხვავებულ თემებს აერთიანებს, მათ შორისაა: ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, Businesscourse.ge მოიცავს სექტორულ კურსებსაც, იქნება ეს მეღვინეობა თუ აგრომეწარმეობა.აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან ბიზნესკურსზე 42,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, მათთან ინტერაქციით და კომუნიკაციით კი ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემები. მაგალითად, ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების მიმართ, რაც ჩვენც გავითვალისწინეთ და სულ ახლახან შევქმენით ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა.ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესში ქალების მხარდაჭერის საკითხი. ამ მიმართულებით ბანკის მხრიდან განხორციელებული მრავალი ინიციატივის პარალელურად, ავღნიშნავდი „ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამას“, რომელიც UNDP-სთან ერთად 2 წლის წინ დავიწყეთ. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის 360 გრადუსიან მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტში მონაწილეობა უკვე 170-მა ქალმა მიიღო და გადამზადება კვლავ გრძელდება. კურსის შემდეგ მეწარმე ქალების განვითარება და ზრდა კი ჩვენი ყოველდღიური მოტივაციის წყაროა.- როგორც ვიცით, თქვენ სტარტაპების განვითარებასაც უჭერთ მხარს...როგორც ვახსენე, ჩვენი პორტფოლიო ძალიან დივერსიფიცირებულია - ერთი მხრივ, ის აერთიანებს უკვე წარმატებულ და აქტიურ ბიზნესებს, რომლებიც აგრძელებენ ზრდას, მეორე მხრივ კი მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც ახლა იწყებენ ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Global-ი საქართველოში საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. გასაოცარია, სტარტაპების განვითარება, რომელსაც აქსელერაციის 3 თვის განმავლობაში ვუყურებთ, ხოლო პროგრამის გავლის შემდეგ დღემდე წარმოუდგენელ ზრდას გვაჩვენებენ. მეამაყება, რომ ისეთი სტარტაპები იღებდნენ მონაწილეობას პროგრამაში, რომლებიც დღეს საქართველოსა და გლობალურ ტექნოლოგიურ სტარტაპ გარემოს ქმნიან: Phubber, Quickshipper, Cargon და სხვა.- თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ რომ მოგვიყვეთ...მეწარმეობის ხელშეწყობის, ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების წახალისების მიზნით კი ჩვენ არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. მაგალითად: USAID-თან ერთად გასულ წელს 2 B2B ფორუმი ჩავატარეთ, რომელშიც 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ პოტენციური პარტნიორები, მიეღოთ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბაზრების შესახებ. განხორციელდა სავაჭრო მისიები უზბეკეთში, რომლის ფარგლებშიც 40 კომპანია ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შედეგად, 4 კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესშია. EFSE Entrepreneurship academy-სთან ერთად ყოველთვიურად ვატარებთ ვორკშოპებს ქალი მეწარმეებისთვის. ვორკშოპები მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, ლიდერობა და მართვა, ბიზნესის ფინანსური მართვა, გაყიდვების თანამედროვე მიდგომები და სხვა. გასულ წელს 200-ზე მეტმა მეწარმე ქალმა მიიღო ვორკშოპებში მონაწილეობა. EBRD-თან ერთად შევქმენით საკრედიტო პროდუქტი - საინვესტიციო სესხი, რომლის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა. VISA-სთან და USAID-თან ერთად კი ვახორციელებთ გაციფრულების პროგრამა Go Digital, რომელიც სპეციალურად ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე რეგიონების ბიზნესებს საოპერაციო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ მართვის სისტემების დანერგვას სთავაზობს. პროექტების ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირედია, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით და ვახორციელებთ.რა არის ის მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც მუშაობის პროცესში გიბიძგებთ, არ გაჩერდეთ?ჩემს ყოველდღიურობაზე დიდი მოტივაცია აქვს იმ გავლენას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორზე. იმის ცოდნა, რომ ჩვენი ძალისხმევა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, მეწარმეების და საზოგადოებების წარმატებასა და კეთილდღეობას, ზრდის ჩვენს მოტივაციას და მონდომებას. ყოველი გამოწვევა სიახლის შექმნის შესაძლებლობაა, ყოველი წარუმატებლობა კი - სწავლისა და ზრდის შანსი, რაც მუდმივად მაძლევს იმის სურვილს, არ გავჩერდე, ყოველთვის ვისწავლო ახალი და შევქმნა განვითარების შესაძლებლობები.

1713864589

ორდერები და მათი გამოყენება კრიპტოვალუტის სამყაროში: რა უნდა იცოდეთ და...

გამოყავით სხვადასხვა ორდერის ტიპები, რომლებიც განსხვავდება მახასიათებლებითა და ფუნქციებით. ორდერები სპეციალიზებული ინსტრუქციებია, რომლებიც გამოიყენება გარკვეული კრიპტო აქტივების შესაძენად ან გასაყიდად. მაგალითად, ორდერები შესაძლოა გამოიყენებოდეს სწრაფი ვაჭრობისას ან გარკვეული პირობებით ვაჭრობისას.სხვადასხვა ტრანზაქციებთან მუშაობის არსებული მექანიზმებისა და მახასიათებლების გააზრება საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ  სწორი ვარიანტი ოპტიმალურობის მიზნით. შეიტყობთ, თუ რა კრიპტო ტრეიდინგ ვარიანტები და ხელმისაწვდომი მექანიზმები არსებობს, რომლებიც ტრეიდინგს მომგებიანს და ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის.როგორ მუშაობს ორდერები კრიპტოში ?არსებობს სხვადასხვა კრიპტოვალუტის ბირჟები, რომელთა მახასიათებლები და უპირატესობები განსხვავდება, ეს კი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. კრიპტოვალუტის ბირჟის ბაზარი მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, ამ უპირატესობით სარგებლობა კი მინიმალური დანახარჯებითა და ძალისხმევით შეგიძლიათ.ონლაინ კრიპტო ბირჟების სხვადასხვა ტიპები საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ სხვადასხვა ოპერაციები. შეგიძლიათ სხვა ტრეიდინგ ორდერები გამოიყენოთ კონკრეტული კრიპტოვალუტის ხელსაყრელი პირობებით შეძენისთვის ან გაყიდვისთვის.გავრცელებული კრიპტო ორდერების ტიპები  საშუალებას გაძლევთ  კონკრეტული აქტივის შესაძენად ოპტიმალური ღირებულების მომენტი აირჩიოთ. მანამდე, ასევე უნდა გაეცნოთ ორდერების წიგნის კონცეფციას. ეს არის კრიპტოვალუტების კონკრეტული წყვილის შესაძენად ან გასაყიდად არსებული ღია ორდერების სია. ორდერების წიგნის დახმარებით, სხვადასხვა ფსონის ვარიანტის გამოყენებით, შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს მიმდინარე ბაზარი. თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს კონკრეტული კრიპტოვალუტა, ის შეისწავლის კრიპტოვალუტის არსებულ ვარიანტებს კონკრეტული მიზნით.რა ტიპის ორდერები არსებობს?არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, ამრიგად, ონლაინ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისას უნდა განიხილოთ ისინი. ორდერების შესაძენად და გასაყიდად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ კრიპტოვალუტის აქტივის ღირებულებაზე და სწორად განსაზღვროთ განსახორციელებელი პროცედურის სხვა მახასიათებლები.ორდერები შესაძლოა სხვადასხვა ბაზრებზე არსებობდეს, სადაც მომხმარებლებისთვის, მათი ამოცანების მიხედვით, ხდება ოპტიმალური კონტრაქტების დანერგვა. ორდერები კლიენტებს საშუალებას აძლევს აირჩიონ კრიპტოვალუტის გადახდებისთვის საუკეთესო ვარიანტი, რაც ამცირებს კრიპტოვალუტის აქტივებთან მუშაობისას ფინანსების დაკარგვის რისკს. კრიპტოვალუტების ვაჭრობისას გამოიყენეთ მხოლოდ დადასტურებული და უსაფრთხო გზები.რა არის კრიპტო ბირჟების სამი ძირითადი ტიპი?არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის ორდერი, რომლებიც განსხვავდება მახასიათებლებითა და ფუნქციებით - ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ უპირატესობის მიღება და გამომუშავება გსურთ. ორდერების გავრცელებულ ტიპებს შორისაა შემდეგი:● საბაზრო ორდერი. ეს არის ინსტრუქციის ტიპი, რომელიც, როგორც წესი, ავტომატურად ხორციელდება. ტრანზაქცია სრულდება უკვე გამზადებული საბაზრო ღირებულების საფუძველზე. ყველა ოპერაცია ხორციელდება დაუყოვნებლივ, ამრიგად, დამატებითი ქმედებები საჭირო არ არის. ხელმისაწვდომი ბაზრის კურსი განსაზღვრავს კონკრეტული ორდერის ღირებულებას. ორდერების წიგნი აჩვენებს მიმდინარე ტრანზაქციების შესახებ ყველა მონაცემს. კრიპტო ბირჟა ყველა მონაცემს ხელმისაწვდომს ხდის  თითოეული მომხმარებლისთვის. ორდერების წიგნები რეგულარულად განახლებადია, ხოლო მომხმარებლები იღებენ ხელმისაწვდომ ახალ მონაცემებს. ტრანზაქციის განსახორციელებლად, სიტუაციის უკეთ გასააზრებლად, ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს შეძენის ფასი.● ლიმიტ ორდერი. ასეთი ორდერი ხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ ფასად. ამავდროულად, აუცილებელია მხედველობაში იქონიოთ, რომ ლიმიტ ორდერების განხორციელება მკაცრად გარანტირებული არაა. ასეთ ტრანზაქციები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ღირებულება კონკრეტულ ნიშნულს აღწევს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ტრანზაქციის ლიმიტი. ლიმიტ ორდერები შეიძლება მოეწონოთ მათ, ვისაც სურს წინასწარ განსაზღვრული ფასით ვაჭრობა. ასევე, ლიმიტ ორდერი ყველაზე ხელსაყრელი ღირებულებით ფინანსების 100%-იანი მიღების გარანტიას იძლევა. შედეგად,  კარგი პირობებით გარიგების განსახორციელებლად არ მოგიწევთ დამატებით გადახდა.● სტოპ ორდერი. ასეთი ორდერი, როგორც წესი, პასუხისმგებელია კონკრეტული ნიშნულის მიღწევისას კრიპტოვალუტის გაყიდვაზე. რის შემდგომაც, ასეთი ორდერი იძენს ბაზრის ორდერის სტატუსს და, ასევე, შეიძლება გამოყენებული იყოს მოგების ფიქსაციისთვის. ეს ვარიანტი შეიძლება მნიშვნელოვნად ამცირებდეს დანაკარგების რისკს და ანალოგებთან მიმართებით მაქსიმალურ შესაძლო მოგებას იძლეოდეს. სტოპ ორდერი, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ზემოთ ან ქვემოთ წევდეს ფასს, ასეთ შემთხვევაში უფრო რთულია კრიპტოვალუტით რაიმე ქმედების დაგეგმვა.● სტოპ ლიმიტ ორდერი. ასეთი ორდერი აერთიანებს წინა ორი ტიპის ორდერების მახასიათებლებსა და უპირატესობებს. იგი ყველა ტრანზაქციას წინასწარ განსაზღვრულ ფასზე ახორციელებს, როდესაც ბაზარი სასურველ ნიშნულს აღწევს. ასეთი ორდერის ტიპის გამოყენებისას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ შეზღუდული ფასის ასპექტს. მაგალითად, ლიმიტ ორდერი, როგორც წესი, შეიძლება დააწესოთ მაქსიმალურ და მინიმალურ შესაძლო ოდენობებზე. ამის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად ხორციელდება შესაფერისი კალკულაციები.● ტრეილინგ სტოპ ორდერი.  ეს ვარიანტი ასევე შესაძლებელს ხდის მოგება-ზარალის გათვალისწინებას სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციების შესრულების პროცესში. როგორც წესი, ეს ნიშნულები გარკვეული თავდაპირველი ოდენობებიდან პროცენტულ მაჩვენებლებს წარმოადგენს. გარიგების ცვლილებისას შესაძლოა შეიცვალოს ღირებულება, რაც შესაბამის შედეგებს გამოიღებს. ფასი საერთო ტრენდის მიხედვით იცვლება. ტრეილინგ სტოპი ხელს უწყობს პროცესში მოგების დაფიქსირებას და დანაკარგის მიტიგაციას.თუ კრიპტოვალუტით ვაჭრობა გსურთ, მხედველობაში უნდა იქონიოთ ბევრი დეტალი, რამდენადაც თქვენი გამომუშავება და სრულიად ტრეიდინგის ოპერაციების ეფექტურობა პირდაპირაა აღნიშნულზე დამოკიდებული. კრიპტო ტრეიდინგი - საკვანძო ფაქტორებიმყისიერი ორდერით კირპტოვალუტით ვაჭრობისას, თქვენი ტრეიდინგ სტრატეგიის ოპტიმიზაციისთვის მხედველობაში უნდა იქონიოთ რამდენიმე ფაქტორი. აქ არის რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:● საბაზრო პირობები. საერთო საბაზრო პირობებისა და ტრენდების შეფასება ორდერების განთავსებამდე. ფასის არასტაბილურობა, ტრეიდინგ მოცულობა, სიახლეები, მოვლენები და სენტიმენტი. ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ გარიგებაში შესასვლელად ან გამოსასვლელად შესაფერისი დრო.● ორდერის ტიპები. გაეცანით ტრეიდინგ პლატფორმაზე ორდერების სხვადასხვა ტიპებს. გავრცელებული ორდერების ტიპები მოიცავს საბაზრო ორდერებს, ლიმიტ ორდერებს, სტოპ ორდერებს და ტრეილინგ სტოპ ორდერებს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ორდერის თითოეული ტიპი და როდის გამოიყენოთ ისინი თქვენი ტრეიდინგ მიზნებისა და რისკის ტოლერანტობიდან გამომდინარე.● შესვლისა და გასვლის წერტილები. განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი შესვლისა და გასვლის წერტილი ტრეიდში. ტექნიკური ანალიზის ხელსაწყოები, როგორიცაა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები, მცოცავი საშუალოები და ტრენდული ხაზები, შეიძლება დაგეხმაროთ პოტენციური შესვლისა და გასვლის წერტილების იდენტიფიცირებაში. განსაზღვრეთ სამიზნე ფასი და სტოპ-ლოს დონეები რისკის სამართავად და თქვენი კაპიტალის დასაცავად.● ლიკვიდურობა. მხედველობაში იქონიეთ იმ კრიპტოვალუტის ლიკვიდურობა, რომლით ვაჭრობასაც აპირებ. მომეტებული ლიკვიდურობა უზრუნველყოფს, რომ თქვენი ორდერები შესაძლოა განხორციელდეს სწრაფად და სასურველი ფასით. ლიკვიდურმა ბაზრებმა შესაძლოა გამოიწვიოს მოსალოდნელ ფასსა და განსახორციელებელ ფასს შორის სხვაობა, რა შემთხვევაშიც თვენი ორდერი მოსალოდნელისგან განსხვავებული ფასით შესრულდება.● ორდერის ზომა. განსაზღვრე ორდერის შესაფერისი ზომა თქვენი რისკის მართვის სტრატეგიის მიხედვით. თავი აარიდეთ თქვენი ტრეიდინგ კაპიტალის დიდი პორციის ერთ ტრეიდში განთავსებას, რამდენადაც აღნიშნულს შესაძლოა მეტი რისკი ახლდეს. განიხილე პოზიციის საზომი ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა ფულის პროცენტულობა ან ფიქსირებული ოდენობა დოლარში.● დროის ჰორიზონტი. განსაზღვრეთ თქვენი ტრეიდინგ დროის ჰორიზონტი, მიუხედავად იმისა, ხართ დღის ტრეიდერი, სვინგ ტრეიდერი თუ გრძელვადიანი ინვესტორი. აღნიშნული გავლენას იქონიებს განსახორციელებელი ორდერების ტიპებსა და მათი აქტივობის პერიოდზე. მოკლევადიანმა ტრეიდერებმა შესაძლოა ამჯობინონ საბაზრო ორდერები ან ლიმიტ ორდერები, ხოლო გრძელვადიანმა ინვესტორებმა შეიძლება გამოიყენონ სტოპ ორდერები ან ტრეილინგ სტოპ ორდერები.● რისკების მართვა. დანერგეთ  რისკის მართვის შესაფერისი ტექნიკები. განსაზღვრეთ სტოპ ლოს ორდერები პოტენციური დანაკარგების შესაზღუდად თუ ბაზარი თქვენი პოზიციის წინააღმდეგ მოქმედებს. მხედველობაში იქონიეთ რისკის ჯილდოსთან ფარდობა თითოეული ტრეიდისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ მოგება გადაწონის პოტენციურ დანაკარგებს. მიჰყევი თქვნს რისკის მართვის გეგმას და თავიდან აირიდე ემოციური გადაწყვეტილების მიღება.● გადასახადები და ტრეიდინგ ხარჯები. მხედველობაში იქონიე ორდერების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომისიოები და ტრეიდინგ დანახარჯები. სხვადასხვა პლატფორმას განსხვავებული საკომისიო სტრუქტურა აქვს, მათ შორის ტრეიდინგის, განაღდებისა და დეპოზიტის საკომისიოების კუთხით. მხედველობაში იქონიეთ ეს რისკები თქვენი პოტენციური მოგებისა და დანაკარგების გამოთვლისას.● ფუნდამენტური ანალიზი. გრძელვადიანი ტრეიდებისთვის, მხედველობაში იქონიეთ ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის ღირებულებასა და ადოპტაციაზე. შეაფასეთ პროექტის გუნდი, ტექნოლოგია, პარტნიორობა, საზოგადოება და ბაზრის მოთხოვნა. ფუნდამენტურმა ანალიზმა შეიძლება უზრუნველყოს წარმოდგენა კრიპტოვალუტის გრძელვადიან პერსპექტივაზე .● მუდმივი მონიტორინგი. უწყვეტად მოახდინეთ თქვენი ღია ორდერებისა და საბაზრო პირობების მონიტორინგი. იყავით ინფორმირებული ნებისმიერ სიახლესა და მოვლენაზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პოზიციაზე. დაარეგულირეთ ორდერები ან მიიღეთ მოგება ცვალებადი ბაზრის დინამიკის საჭიროებიდან გამომდინარე.გახსოვდეთ, კრიპტოვალუტის ვაჭრობა შეიცავს რისკებს და აუცილებელია სიღრმისეული კვლევის განხორციელება, ტრეიდინგ გეგმის ქონა და რისკის მართვის გამოცდილება, რათა გაზარდოთ თქვენი წარმატების შანსები კრიპტო-ფიატზე ვაჭრობაში. 

1713862826

🎥 ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სე...

პანექსი აწარმოებს კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. პროდუქცია გამოირჩევა საუკეთესო თბოიზოლაციით, კონსტრუქციის სიმარტივით და მრავალწლიანი გარანტიით.ბაზისბანკსა და პანექსს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საწარმო უახლესი და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვა, რამაც სენდვიჩ პანელების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანა.„გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით, ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სენდვიჩ პანელების წარმოება 70%-ით გავზარდეთ და, დარწმუნებული ვარ, სამომავლო ამბიციური გეგმების განხორციელებას კვლავ ბაზისბანკის მხარდაჭერით შევძლებთ, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას და წინსვლას.ჩვენი მიზანია, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მიწოდების უწყვეტობით განვვითარდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე და გავზარდოთ პროდუქციის ექსპორტი.“ - გიორგი ლევიძე, პანექსის აღმასრულებელი დირექტორი.„ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, ყოველთვის მზად არის ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით და კომპანია პანექსთან წარმატებული პარტნიორობით გაფართოების კიდევ მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს. გვეამაყება, რომ პანექსთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბიზნესის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ -  ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.ბაზისბანკის და პანექსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია:  

1713859740