ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.წელს პრემია “ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwardsნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

1713958117

შამუგია: ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც...

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ.უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1713957724

რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები...

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.bm.ge-ისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების TOP-5 ასე გამოიყურება:"არგო""ლომისი""ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი)"გლობალ ბიერ ჯორჯია" (აისი)"ემ ელ თი ლოჯისტიკსი" (ეფესი)შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.BM.GE

1713955421

„აგრო იმპექსმა" მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის" ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა - 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს."აგრო იმპექსი" „აგრო ჰოლდინგის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

1713952800

დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid’s Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში კი 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Lacoste, Gant, Etam, Samsonite, Hummel, Vans, Birkenstock და სხვა.საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.ამასთან, კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანია მხარს უჭერს ქართული ენის გაძლიერებისკენ მიმართულ მოძრაობას, „არაბარბარიზმებს“ და ფერეიდნელების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში - იქნება ეს მათი კურსების დაფინანსებით, კომპანიაში დასაქმებითა თუ სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობით.„მივესალმებით დრესაპ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფი უკვე 30 წელია წარმოდგენილია ბაზარზე და მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის ინტერესებზე, ასევე ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. სწორედ ასეთ წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ბიზნესის სამართლიანი და არგუმენტირებული ინტერესების დაცვასა და ადვოკატირებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრი გავხდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დრესაპისა და ჩვენი კოლეგების სახელით, გავაჟღეროთ სექტორში არსებული პრობლემები და დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალებით, შევძლებთ დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.

1713952609

Tesla-ს მოგება 55%-ით შემცირდა

კომპანიის შემოსავალმა 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.მწარმოებლის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიამ ბაზარს პირველ კვარტალში 386,8 ათასი მანქანა მიაწოდა. ეს 20%-ით ნაკლებია 2023 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით.კომპანიამ გაყიდვების ვარდნა წითელ ზღვაში კონფლიქტით, ბერლინში ტესლას ქარხანაში ხანძრით, ასევე ელექტრო მანქანების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით ახსნა.

1713951164