Home » Tag Archives: საქართველოს პარლამენტი

Tag Archives: საქართველოს პარლამენტი

„პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს“

„პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს“

გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  საზეიმო წირვის დაწყებამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ნარკოპოლიტიკაზე ...

Read More »

როგორ “იჭრება” “შავი ფული” ქართულ პოლიტიკაში

როგორ "იჭრება" "შავი ფული" ქართულ პოლიტიკაში

“პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ...

Read More »

სჭირდება თუ არა საქართველოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა

სჭირდება თუ არა საქართველოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა

ანტიდემპინგური კანონის მიღების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ზოგადად, დემპინგზე და მისგან მომდინარე პრობლემებზე საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ როგორც ადგილობრივი წარმოების დონეზე, ასევე მისი მოგვარების საკანონმდებლო დონეზეც. დემპინგი არის პროცესი, როცა საქონელი ბაზარზე იმაზე უფრო დაბალ ფასად შედის, ვიდრე მისი ნორმალური ღირებულებაა, ანუ გამყიდველი საქონელს თვითღირებულებაზე იაფად ყიდის, რისი მთავარი მიზანიც ბაზრის დასაკუთრებაა. საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია აანონსებს ...

Read More »

“ვიდრე ქართველი ინვესტორები არ დააბანდებენ ფულს საქართველოში, არარეალურია შვეიცარიელს უთხრა აქ ჩამოვიდეს და ფული ჩადოს”

"ვიდრე ქართველი ინვესტორები არ დააბანდებენ ფულს საქართველოში, არარეალურია შვეიცარიელს უთხრა აქ ჩამოვიდეს და ფული ჩადოს"

„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება. როგორც რომან კაკულიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ...

Read More »

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმების ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმების ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში ახალი რეგულაციების იმპლემენტაციის ვადის გადაწევა მოხდება. შესაბამასი ცვლილებები – „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 19 წევრია. ცვლილებებით, საქართველოს მთავრობას ვალდებულება ექნება, სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის, ან განლაგების წესი 2017 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის პირველ ივლისამდე დაამტკიცოს. ამასთან, პროექტით, ...

Read More »

“საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა მაქსიმალურად ავკრძალოთ და შევზღუდოთ უცხოელ ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება”

"საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა მაქსიმალურად ავკრძალოთ და შევზღუდოთ უცხოელ ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება"

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების საკანონმდებლო ასპექტებზე ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივა ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან კავშირში არ არის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, სწრაფი ტემპით რამდენიმე დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება იმიტომ მოხდა, რომ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანამდე უცხოელებზე მიწების გასხვისების პროცესი არ დაჩქარდეს. „იმის ...

Read More »

ცვლილებები, რომელიც შესაძლოა ”პატიმრობის კოდექსში” შევიდეს

ცვლილებები, რომელიც შესაძლოა ”პატიმრობის კოდექსში” შევიდეს

”პატიმრობის კოდექსში” შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებს იხილავს. საკითხი სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა. კანონპროექტით გათვალისწინებული არსებითი ხასიათის ცვლილებას განეკუთვნება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვეს არ აღემატება. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ...

Read More »

“დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრაზე”

"დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრაზე"

პარლამენტის წევრ სალომე ზურაბიშვილის აზრით, დროა კონსტიტუციამ დასრულებული ფორმა მიიღოს და დაიწყოს დისკუსია, საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრაზე. როგორც ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას უნდა ემსახურებოდეს. მისივე თქმით, ტერიტორიული მოწყობის საკითხს უკავშირდება ორპალატიანი პარლამენტის შექმნა და პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხიც მარტივად გადაწყდება. “დღეს არ ვიტყვი, თუ როგორ მესახება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ...

Read More »

რატომ დაიხურა ქობულეთში ჩერნოვეცკის დაარსებული ბავშვთა პანსიონი

რატომ დაიხურა ქობულეთში ჩერნოვეცკის დაარსებული ბავშვთა პანსიონი

ლეონიდ ჩერნოვეცკის, მის მიერ ქობულეთში დაფუძნებული, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის დახურვა მოუწია. შესაბამისი შინაარსის ინფორმაციას ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ ბავშვების ბედზე პასუხისგებლობა საქართველოს პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება. აგრეთვე, ის საქართველოში არსებული იმ თურქული პანსიონების შესახებ საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, სახელმწიფოს კონტროლის გარეშე წლებია, ფუნქციონირებენ და სადაც მოზარდები საქართველოსთვის საზიანო იდეოლოგიით იზრდებიან. “ქობულეთში ევროპული სტანდარტების მიხედვით ...

Read More »

პარლამენტმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა დედპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივას, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს 47-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინაამდეგი 21 დეპუტატი წავიდა. ცვლილებების პროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ...

Read More »