Home » Tag Archives: პური

Tag Archives: პური

პურის მწარმოებლები მანიპულირებენ და ქვეყანაში არსებული ვითარებით სარგებლობას აპირებენ

პურის მწარმოებლები მანიპულირებენ და ქვეყანაში არსებული ვითარებით სარგებლობას აპირებენ

ქვეყანაში პური უსაფუძვლოდ ძვირდება. გაუმართლებელია მოსაზრება, რომ პროდუქტზე ფასის ზრდა კომუნალური გადასახადების ზრდამ ან ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ერთიც და მეორეც პურის ფასზე ვერ აისახებოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ არცერთ მათგანზე ფასი არ შეცვლილა. როგორც ჩანს, მეპურეები ქვეყანაში არსებული ვითარებით სარგებლობას აპირებენ. დენისა და წყლის ტარიფების ზრდა კომერციულ სექტორს, პრაქტიკულად, არ შეხებია. პურპროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულზე ფასი უცვლელია. 2,5 წელიწადია, ...

Read More »

პური 5-10 თეთრით გაძვირდა და მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდა

პური 5-10 თეთრით გაძვირდა და მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდა

რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა – ამის შესახებ, რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული. „ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება – ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“-აღნიშნა დოლიძემ. ...

Read More »

პურის ღებვის ტრადიცია თუ თანამშრომლის უბრალო შეცდომა

პურის ღებვის ტრადიცია თუ თანამშრომლის უბრალო შეცდომა

  სოციალურ ქსელში ,,ლიტვური საცხობის” შავ-თეთრი პურის ფოტო გავრცელდა     ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის შავი პური იყიდება, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელს მაინც მუდმივად უჭირს არჩევანის გაკეთება. საუბარი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ კომპანიის წარმოებული შავი პური რეალურად შეღებილია არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ალბათ, სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუდმვმა მჯელობამ უბიძგა კომპანია ,,ლიტვურ საცხობს», რომ საკუთარ სლოგანად ექცია გამოთქმა ...

Read More »

ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

შპს „მხნეობა” დაახლოებით ერთ კვირაში პურს ახალი შეფუთვით გაყიდის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სიფრაშვილი აცხადებს, გაღვივებული ხორბლის პური არსებულისგან 100 გრამით უფრო მეტი, 420 გრამიანი იქნება და და ის ეგრეთ წოდებული „აგურის” ფორმა ექნება. „ეს პური დიაბეტიანებისთვის უფრო მეტად სასარგებლო იქნება, რადგან მასში ხორბალი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ფქვილი. პურის ფორმა ამის საშუალებას იძლევა. ახლა 65 პროცენტია ხორბალი, ახალში კი ...

Read More »

,,ჭვავის პურის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული”

,,ჭვავის პურის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული"

რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე? პრობლემაზე ბაზრის ახალი მოთამაშე საუბრობს. საკონდიტრო საწარმო „გურმეს” დირექტორის ნინო მამულაშვილის თქმით, რომელიც უახლოეს პერიოდში რუხი პურის წარმოების დაწყებას გეგმავს,  დღეს ბაზარზე ხარისხიანი პურის ნაკლებობაა, მისი განცხადებით, ჭვავის პურის ბაზარზე პროდუქციის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული. მამულაშვილის თქმით, პრობლემაა არა ფქვილის შემოტანა, არამედ ის, რომ წარმოებისას პურის შეღებვა ადგილზე ხდება. ანუ კომპანიები თეთრ ფქვილს ...

Read More »

,,საქართველოში უხარისხო, საფურაჟე ხორბალი შემოაქვთ”

,,საქართველოში უხარისხო, საფურაჟე ხორბალი შემოაქვთ"

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ პური მარგებელი კი არა, მავნებელი გახდა. მეცნიერის აზრით, ინდუსტრიულ პურცხობაში მომჭირნეობა, ვერ გაუტოლდება სხვადასხვა საშიშ დაავადებათა სამკურნალო ხარჯებს. ,,ჩვენს ქვეყანაში ღვინისა და პურის, ამ საკრარული პროდუქტების გაუწმინდურება, ტრადიციული ტექნოლოგიების ხელყოფა მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე წარმოუდგენელი იყო. მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება ჯერ ღვინის, შემდეგ პურის ტოტალური ფალსიფიკაცია. არატრადიციული ტექნოლოგიების დანერგვამ საშიშროება შეუქმნა ...

Read More »

შეფუთვა თუ გაძვირება – რა მოჰყვება პურის ახალ რეგლამენტს

შეფუთვა თუ გაძვირება - რა მოჰყვება პურის ახალ რეგლამენტს

  პურის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედდეს,  მეწარმეებს ახალ თავსატეხს გაუჩენს. გარდა ამისა, შეიძლება დაზარალდნენ მომხმარებლებიც. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი იანვრიდან პური შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება. ეს, სავარაუდოდ, 2016 წლიდან მოხდება და ფასის კორექტირებასაც გამოიწვევს. “პურის რეგლამენტზე მუშაობა, დაახლოებით, 10 დღის წინ დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული ...

Read More »

პირველი იანვრიდან პური შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს, – ამის შესახებ ოთარ დანელიამ გაზეთ “კვირის პალიტრას” განუცხადა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. “პურის რეგლამენტი სხვა პროცესია, მაგრამ ფქვილის რეგლამენტი ამის წინა საფეხურია. როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ. ...

Read More »

ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები გაჩნდა?!

ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები გაჩნდა?!

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაახლოებით ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა და მისი პრევენცია იყო აუცილებელი. „არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება, შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს“, – აცხადებდა დანელია, თუმცა  მეპურეები ამტკიცებენ, რომ ხარჯს ვეღარ უმკლავდებიან და ...

Read More »

არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება

არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება

პროდუქტების მასობრივი გაძვირების პროცესი სავარაუდოდ პურის ფასის ზრდით დასრულდება. პროცესი უკვე დაწყებულია. მეპურეები ამტკიცებენ, რომ ხარჯს ვეღარ უმკლავდებიან. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში პურის ფასის ზრდაა მოსალოდნელი.  ქვეყანაში ამის სიმპტომები უკვე შეინიშნება, საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება გაზარდა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ლარის კურსის დევალვაიცას უკავშირდება, რომელიც აგვისტოში მოულოდნელად ისევ გრძელდება. სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო პურის ძირითადი ...

Read More »