ახალი ამბები

სხვა სიახლეები
2023 წელს Strada Motors-ის გაყიდვები გაორმაგდა - რას გეგმავს კომპანია...

კომპანიის 2023 წლის შედეგებზე BM.GE-სთან მისი დირექტორი, ზურაბ გვაზავა, საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასული წელი Strada Motors-ისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, 2022 წელთან შედარებით კი, ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა.“ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენს რეპუტაციას დიდწილად წარმატებული გამოცდილება, შესრულებული პროექტები და არსებული შედეგები განსაზღვრავს. 2022 წელთან შედარებით სტრადა მოტორსის 2023 წლის გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგებულია, განხორციელდა ახალი სერვისცენტრის მშენებლობა და თითქმის გასამმაგდა სერვისის დატვირთულობა, გავზარდეთ ადგილობრივი ავტომობილების და ავტონაწილების მარაგები მარტივი ხელმისაწვდომობისთვის”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, Strada Motors-ი ამბიციური მიზნებით გამოირჩევა - “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობით, კომპანია ახალ სერვისცენტრს გახსნის. გარდა ამისა, Strada Motors-ი 2024 წელს საზოგადოებას ახალ ბრენდს, Chevrolet-ს ოფიციალურად წარუდგენს, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ბრენდებისთვის კი ახალ შოურუმებს ააშენებს.“ამბიციური და მიზანმიმართული გეგმები გვაქვს 2024 წლისთვის - იგეგმება ახალი სერვისის სივრცის გახსნა, აღნიშნული პროექტის მშენებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განხორციელდა, შესაბამისად მომხმარებლებს სერვისის სრულიად ახალ ევროპული სტანდარტებით მოწყობილ სივრცეში შევხვდებით, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით, მაღალი სტანდარტებით, ყველა საჭირო სივრცით არის მოწყობილი, პერსონალს მუდმივად უტარდება ტრენინგები და საკვალიფიკაციო ტესტირებები.2024 წლის გეგმებშია ასევე ახალი ბრენდის Chevrolet-ის პრეზენტაცია - საზოგადოებისთვის ოფიციალური წარდგენა და მესამე ძალიან მასშტაბური პროექტი - FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge და RAM ბრენდებისთვის სრულიად ახალი შოურუმის აშენება და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მისი დაპროექტებაა, ამ მიმართულებით სალონის სივრცის თანამედროვე მოდელზე”, ქარხნის იტალიელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ - აცხადებს Strada Motors-ის დირექტორიზურაბ გვაზავას საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებისა და ტენდენციების შესახებაც ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ, არსებული მონაცემებით, ბოლო პერიოდში “სტრადას” ყველაზე პოპულარულ ავტომობილებს შორის იტალიური FIAT-ის მოდური საცალო ხაზი, სპორტული Alfa Romeo და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო - Jeep მოექცნენ.“დღევანდელი მონაცემებით ფიზიკურ პირებში განსაკუთრებულად მოთხოვნადია FIAT 500, Alfa Romeo Stelvio, Jeep Grand Cherokee, Jeep Wrangler, ხოლო კომერციული მიმართულებით FIAT Tipo, Doblo და Ducato. მომხმარებელთა მხრიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამოდელო რიგის მიმართ დიდი ინტერესი განპირობებულია მრავალფეროვანი ბრენდების და გამორჩეული მოდელების დიდი არჩევანით, ხარისხიანი სერვისით, პროფესიონალური, კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურებით, მომხმარებლებისთვის სტრადა მოტორსის სალონსა თუ სერვისში შექმნილია კომფორტული გარემო და მეგობრული ატმოსფერო”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.რაც შეეხება თავად ავტოინდუსტრიის განვითარებას, Strada Motors-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს კერძო ფინანსური ინსტიტუტები ასრულებენ, რასაც ადასტურებს Strada Motors-ისა და “საქართველოს ბანკის” მრავალწლიანი პარტნიორობა.“ფინანსურ ინსტიტუტს ფუნდამენტური როლი აკისრია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, სწორედ "სტრადა მოტორსის" და “საქართველოს ბანკი”-ს აქტიური პარტნიორობით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი - სრულიად ახალი ავტოსერვისის მშენებლობა, სატენდერო პროექტებზე მუშაობა, ახალი ბრენდის შემოყვანა, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, მარკეტინგულ პროექტების მიმართულებით აქციებსა და ახალ შეთავაზებებზე მუშაობა, რაც პროდუქტს ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ასევე ვგეგმავთ ახალი სალონის მშენებლობის კუთხით პარტნიორობას.საქართველოს ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის სტრადა მოტორსის იდეის განხორციელების ხელშეწყობასა და კომპანიის განვითარებაში მის თითოეულ ეტაპზე. შედეგად კი, ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო ბრენდების FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge, RAM და Chevrolet-ის ახალი ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი. ყველაფერთან ერთად მომხმარებელი გარანტირებულად იღებს ევროპული სტანდარტის შესაბამის ავტომობილებს და შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი “საქართველოს ბანკს” და მის გუნდს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.ავტოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსს, ნიკოლოზ მითაიშვილს ვესაუბრეთ. იგი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის ხელშეწყობა, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისათვის პრიორიტეტული მიმართულებაა,“ავტოინდუსტრია საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია. 2023 წელს ჯამურად ავტომობილების ბიზნესის შემოსავალმა (ავტომობილებით/ავტონაწილებით ვაჭრობა, ავტო ტექ-მომსახურება და ა.შ.) 9.5 მლრდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვის 5%-მდეა. 2023 წელს, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ავტო რითეილის მიმართულებით.სექტორის ბრუნვა წლიურად საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამ ზრდას ხელს უწყობს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე მზარდი მოთხოვნა, ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან ერთად (მაგ. აზერბაიჯანი) ჩნდება ახალი საექსპორტო მიმართულებებიც, მაგ. აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ. ადგილობრივ ბაზარზეც დიდი პოტენციალია განვითარების, მსყიდველუნარიანობის ზრდასთან ერთად, მოძველებული ავტოპარკისა და ყოველ 1,000 მოსახლეზე ავტომობილების ფლობის დაბალი დონის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი სექტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, შეიძლება ჯამურად ეკონომიკაზე პირდაპირი ეფექტი სხვა სექტორებთან შედარებით მცირე აქვს, რადგან იმპორტირებული ავტომობილების გადაყიდვა ხდება ძირითადად და ადგილობრივად შექმნილი დამატებული ღირებულება მცირეა, თუმცა ინკლუზიური სექტორია, 15,000-მდე ადამიანს ასაქმებს და გარდა ამისა, დილერებისთვის, ავტო ნაწილებით მოვაჭრეებისთვის, ავტოსერვისის მიმწოდებლებისთვის არის შემოსავლის წყარო”, განმარტავს ნიკოლოზ მითაიშვილი.სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტისა და Strada Motors-ის 15-წლიანი პარტნიორობა, რომელიც საოპერაციო, საკრედიტო თუ დოკუმენტურ ოპერაციებს მოიცავს, კვლავ გრძელდება. ბანკში აცხადებენ, რომ Strada Motors-ის მაქსიმალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა.

1713525384

რატომ შემცირდა TESLA-ს აქციების ღირებულება 37%-ით?

2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიის საბაზრო შეფასება დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული.სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებით, ამჟამად Tesla-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც არასახარბიელო ფინანსური შედეგებით, გაჭიანურებული გეგმით, საწარმოო პროცესის გაუმართაობითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ელექტრომობილების წარმოება ახლა უკვე სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმაც კი დაიწყეს.დიდი ხანია, რაც Tesla აღარ არის ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ერთადერთი მოთამაშე, უფრო მეტიც, ის საუკეთესოც კი აღარ არის, რადგან ეს სტატუსი ამჟამად Porsche Taycan-ს ეკუთვნის, რომელიც ელექტრომობილების ეტალონად ითვლება.

1713524943

ჩვენი მთავარი ამოცანაა, შუა დერეფნის გაძლიერება, გამჭვირვალე ტარიფები...

საქართველოს რკინიგზის ირგვლივ სასაუბრო ყოველთვის საინტერესოა და ბევრია. არის რამდენიმე საკითხი რაზეც ყურადღება გვინდა გავამახვილოთ თქვენთან საუბარში. აქვს კითხვები საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს და იმედი მაქვს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ერთ-ერთი კითხვა შეეხება სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის საკითხს, ისევე როგორც მოდერნიზაციას მთლიანობაში. ამ კუთხით როგორი ვითარებაა და მოლოდინები გაქვთ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური და იმ ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით, რომელიც ჩნდება ქვეყანაში?საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უღელტეხილის მონაკვეთზე, საკმაოდ ისტორიული და მასშტაბურია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მსგავსი მასშტაბური პროექტი „საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განუხორციელებია. როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არაერთი გეოპოლიტიკური ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად შუა დერეფანთან მიმართებით, სატრანსპორტო პოტენციალის კუთხით საკმაოდ გაზრდილია ინტერესი. არაერთი სუბიექტია ჩართული ჩვენი დერეფნის განვითარებაში, არაერთი სარკინიგზო ადმინისტრაცია, მათ შორის სანაოსნო ტერმინალები და პორტები. ამათ აქვთ ყველას ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - გამტარუნარიანობა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზას ვიწრო ყელი ჰქონდა უღელტეხილზე. წლების წინ კომპანიამ დაიწყო მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ვიწრო ყელის გაფართოებას და ზრდას გამტარუნარიანობის კუთხით, როგორც სატვირთო მატარებლების დანიშნულებით, ისე სამგზავრო გადაყვანებთან მიმართებით. მთავარი შედეგი, რაც იქნება წლის ბოლოს, როდესაც დასრულდება ჩვენი მოდერნიზაციის პროექტი, ეს არის გაზრდილი გამტარუნარიანობა. დაახლოებით 27 ტონაა დღეის მდგომარეობით და მოსალოდნელია ზრდა 48 ტონამდე.ეს შედეგი დადგება წლის ბოლოს?დიახ, წლის ბოლოს ვფიქრობთ ამ პროექტის დასრულებას. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ამ პროექტთან მიმართებით, რომ 42 კილომეტრი ახალი სამშენებლო მანძილი დაიგო. მათ შორის იყო 6 სარკინიგზო გვირაბი, 10 ხიდი, რამდენიმე სადგურის გარემონტება მოხდა, სამი ახალი აშენდა. ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის გამტარუნარიანობის გაზრდა და მეორე მხრივ, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯები პროექტის დასრულებიდან 1 წლის თავზე შემცირდება დაახლოებით 10%-ით. შემცირდება მატარებლის მსვლელობის დრო დაახლოებით 30 წუთით. გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტები და რთული ქანობები და რადიუსების მოცულობა შემცირდება. ეს არის ყველაზე რთული და ულამაზესი მონაკვეთი საქართველოს რკინიგზაზე.ჩვენ როცა ვსაუბრობთ მოდერნიზაციის შედეგებზე, თქვენ ტვირთების გამტარუნარიანობის მაღალი შესაძლებლობა ახსენეთ. ბუნებრივია, დღეს რა ვითარებაც გვაქვს შუა დერეფნიდან და ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამომავლოდ, საქართველოს როლი შუა დერეფანში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ყოველთვის ისმის კითხვა, შევძლებთ კი ტვირთნაკადზე ამ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას თუნდაც სარკინიგზო კუთხით, თუმცა ამ თემაზე საუბრისას პორტებთანაც არის ბმა.შუა დერეფნის ჩვენი ნაწილის დამფუძნებლები არიან ყაზახეთის რკინიგზა, კასპიის სანაოსნო, აზერბაიჯანი და საქართველოს რკინიგზა. ჩვენ კვარტალში ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შუა დერეფნის გაძლიერება, გამჭვირვალე ტარიფები და დროის შემცირება. ვთქვათ, ჩინეთიდან წამოსული ტვირთებისთვის შავი ზღვისა თუ თურქეთის დანიშნულებით დროის შემცირება. გარდა გამტარუნარიანობისა, რომელიც დიდი გამოწვევაა მთელს რეგიონსა და მსოფლიოში, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სავაგონო პარკის განახლება. მხოლოდ ჩვენთან არა, არამედ ნებისმიერ რკინიგზაზე, რომელიც შუა დერეფანშია. ასევე თქვენ ახსენეთ პორტები და ტერმინალები, აქაც საჭიროა სიმძლავრეების მატება. მხოლოდ რკინიგზის განვითარებით ვერ მოხდება დერეფნის გაძლიერება. ეს არის ერთი ჯაჭვი, ერთი მოთამაშეები, ერთი რგოლი. თუ პორტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთის გატარებას შესაბამისად ავტომატურად რკინიგზაზე მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. რა თქმა უნდა. შესაძლოა, რკინიგზამ წლების განმავლობაში გაატაროს 30, 40, 50 მილიონი ტონა, მაგრამ ხდება ე.წ. საცობები ან კასპიის ან შავ ზღვაზე.რამდენად ეფექტური შუა დერეფნის მოთამაშე ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები და რამდენად ხედავთ პროგრესს?ვინაიდან, ახლა ყველამ სხვანაირად დაინახა შუა დერეფნის განსაკუთრებულობა. ამ შეხვედრების შედეგიანობის ყველაზე კარგი მაჩვენებელია და ინდიკატორი ის რომ 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველოს რკინიგზამ 48%-ით გაზარდა ტვირთბრუნვა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აქვე მინდა ხაზი გაუსვა რეკორდულ ზრდას, რომელიც იყო 2022 წელს, როცა საქართველოს რკინიგზამ 22%-ით გაზარდა ტვირთბრუნვა. რა თქმა უნდა არის ბევრი გამოწვევა, რაზეც ერთად ვმუშაობთ. მთავარია შედეგი, რომ ტვირთები მატულობს.მოთხოვნა იზრდება, რა თქმა უნდა მეტი საუბარი გვჭირდება კლიენტებთან, მეტი შეთავაზება უნდა წარვუდგინოთ, საჭიროა მეტი კომუნიკაცია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შუა დერეფანს აქვს სხვა გამოწვევები, ეს არის ერთ გზაზე ორი ზღვის არსებობა, რომელიც ლოგისტიკურად მულტიმოდალური გადაზიდვების შემთხვევაში სირთულეს გვიმატებს. როდესაც მთლიანობაში დერეფნებს ვაფასებთ, აქ მნიშვნელოვანია დროის ფარდობითი ფაქტორი, გადამზიდავებისთვის საერთო გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია. ჩინეთიდან ბოლო პერიოდში მეტი ინტერესია ჩვენს დერეფანთან მიმართებით. იანვრიდან წამოვიდა რამდენიმე ე.წ. ბლოკმატარებელი. თუ საშუალოდ, ყაზახეთის ერთი საზღვრიდან შავი ზღვის დანიშნულებით ტვირთისთვის საჭირო იყო 18-25 დღე, ბოლო ორ თვეში ეს ვადა დაახლოებით შემცირდა 11-14 დღემდე. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმედია, ამ საშუალო პერიოდს დავიჭერთ და შესაბამისად განვაგრძობთ ტვირთების მიღებას.როცა ტვირთებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ამ შემთხვევაში ერთია ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და მეორე მხრივ საჭიროა შესაბამისი ვაგონები ტვირთების გადასაზიდად. ამ კუთხით როგორი ვითარებაა?ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზას არ შეუძენია ახალი ვაგონები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს არის ლიანდაგები, მომარაგება, ქსელები. მეორე ეტაპი, რომელიც დავიწყეთ 2021-2022 წლებში, ეს იყო სავაგონო პარკის გაჯანსაღება-განახლება, მათ შორის ვაგონების შეძენა. არსებული თბომავლებისა და ელმავლების კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია. 2021 წელს კომპანიამ პირველი ტენდერი გამოაცხადა 100 ერთეულ ვაგონზე. 2023 წლის პირველ კვარტალში მივიღეთ ქართული წარმოების 100 ვაგონი. იმავე წელს გამოვაცხადეთ ოთხი ტენდერი, რომელიც 4-ჯერ ჩავარდა სამწუხაროდ. 300 ვაგონის შესყიდვაზე იყო საუბარი და მთავარი მიზეზი, რამაც ტენდერის ჩავარდნა გამოიწვია იყო ის რომ კომპანიებმა შემოიტანეს ტექნიკურად ხარვეზიანი დოკუმენტაცია. ეს კომპანიები იყო სანქცირებული და შესაბამისად ამ პირობებით ვაგონებს ვერ მივიღებდით. წელსაც ვაპირებთ გამოვაცხადოთ დაახლოებით 100 ვაგონზე ტენდერი და იმედია, არ ჩავარდება.- სასურველია რა თქმა უნდა ტენდერი არ ჩავარდეს. როდესაც თქვენი მხრიდან ხდება გამჭვირვალედ მუშაობა ტენდერის პირობებითა და პრინციპით, როცა სანქციების გამო შეუძლებელია შესყიდვის განხორციელება, ეს ობიექტური მიზეზია და რეპუტაციულად ეს გზა სწორია.ამას ემატება ის პრობლემაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე უფრო მეტი ქარხანა იყო ჩართული ვაგონების წარმოებაში, მეტი კომპანია და ქარხანა არსებობდა. სამწუხაროდ, ომის გამო არაერთი ქარხანა გაჩერდა უკრაინაში, შეზღუდულია წარმოება და ვერ ახერხებენ მასალების მომარაგებას, ამან გამოიწვია დეფიციტი, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში და ის კომპანიები, რომლებიც ადრე იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე ყაზახეთი, უზბეკეთი დღეს მარაგდებიან ძირითადად რუსეთიდან და ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. ფაქტია, რომ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ მოშალა ლოგისტიკური ჯაჭვი... ფასმა იმოქმედა, თითქმის 80%-ით გაიზარდა ერთი ვაგონის ღირებულება. ძალიან დიდი სხვაობაა ბაზარზე.- მიუხედავად იმისა, როცა ჩვენ ტენდერის პრინციპებზე ვლაპარაკობთ, აქ ფასის ნაწილი მნიშვნელოვანია.ფასი არის ფიქსირებული, ყველა პირობა უნდა იყოს შესრულებული.- როცა ჩვენ სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე ვლაპარაკობთ, ხშირად არის ხოლმე საუბარი ევროპულ სალიანდაგო სისტემასთან ადაპტირების საკითხზე. ჩემი სუბიექტური აზრით, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული მდებარეობა, ასევე ის, თუ ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვამბობთ, რომ დროის დაჩქარება ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, თუ შეიძლება მეტი გვითხარით ამ საკითხთან მიმართებით.პატარა ისტორიას მოვყვები. 1872 წლის 10 ოქტომბერს პირველი მატარებელი დაიძრა ფოთიდან თბილისის მიმართულებით. საუკუნის წინ ის იყო 1520 მილიმეტრის ლიანდაგი, რომელიც დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის სტანდარტული ლიანდაგი. ევროპული სტანდარტით ლიანდაგი არის 1435 მილიმეტრი, შედარებით უფრო მცირე ვიდრე ჩვენი ლიანდაგი.მუსირებს რამდენიმე მოსაზრება, ბალტიისპირეთში ჩვენი სტანდარტის ლიანდაგია, განიხილავენ ხომ არ დაიწყონ გადასვლა. რუსეთ-უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯიც კი. ამ საკითხის მოგვარებას, შესაძლოა 10-15 წელიც კი დასჭირდეს. გარდა ამისა, ეს არის რამდენიმე მილიარდის ინვესტიცია. ერთია რომ 1900 კილომეტრის ლიანდაგი უნდა ავიღოთ, დავაგოთ ახალი. ღმერთმა ქნას, რომ იყოს ამის ფუფუნება და რა თქმა უნდა კეთილი ნება. მეორე მხრივ მთელი სალოკომოტივო და სავაგონო პარკი ჩვენი ცნობილი შტადლერის მატარებელი უნდა გადავიყვანოთ ევროპულ ლიანდაგსა და სტანდარტებზე. უნდა გადამზადდეს 13 000 თანამშრომელი. და აქ არის ყველაზე მთავარი კითხვა რას მოგვიტანს ეს დადებითს? რა თქმა უნდა ორივე სტანდარტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შუა დერეფნის ასოციაციის თანადამფუძნებლები და მონაწილეები ვართ, და ყველაზე მთავარია, რომ დაახლოებით ჩვენი ქვეყნის რკინიგზის 100%-ის მოცულობის ტვირთის 70% შემოდის აზიიდან შავი ზღვის დანიშნულებით. ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარეთ ეს პროცესი ბაქოს ალიათის პორტიდან ბათუმისა და ფოთის დანიშნულებით. ეს დრო შემცირებულია.ჩვენ თუ გადავალთ ევროპული სტანდარტის ლიანდაგზე, საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე, თუ დღეს საბაჟოს დახმარებით გონივრულ ვადაში ხდება ამ ტვირთის გატარება, ამას დაემატება რამდენიმე საათი და დადებითი ეფექტი ამას არ ექნება. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შუა დერეფანში ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთი, მათ შორის კონტეინერები, მოდის პლატფორმით, გაივლის კასპიის ზღვას, ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი... თუ დანიშნულებაა ევროპა და უნდა სახმელეთო გზით გავლა, 2018 წელს საქართველოს რკინიგზა ლიანდაგით შეუერთდა თურქეთის რკინიგზას, ცნობილი ბაქოს-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ასევე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. იქ ხდება ურიკების შეცვლის საშუალებით, გადასვლა ევროპულ სტანდარტებზე.შესაბამისად, გვაქვს ის საშუალება პირდაპირ შევიდეთ ევროპაში თურქეთის გავლით ჩვენი სატვირთო ვაგონებით და მეორეს მხრივ კიდე არსებობს შანსი, არსებობს შავი ზღვა, რომელიც იღებს ჩვენი სტანდარტის ლიანდაგებს. რეალობაში რა მიმართულებითაც გვაქვს გათვლა და რეალური პერსპექტივა, შუა დერეფნიდან გამომდინარე, მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის.- ჩვენ რომ განსხვავებული ვითარება გვქონდეს, გვექნებოდა საფიქრალი, როგორ მოგვეხდინა პირიქით ადაპტირება, რომ შუა დერეფნის ქვეყნებთან უფრო მეტ შესაბამისობაში ვყოფილიყავით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ევროპასთან დაკავშირების საკითხი ფაქტობრივად გადაჭრილია და სხვა დანარჩენ შემთხვევაში პროფესიულ დისკუსიას მოკლებულია.ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ორ ვარიანტს. ერთია რომ შეუძლია ტვირთი შავი ზღვის დანიშნულებით გაატაროს და შემდეგ გემზე გადაიტვირთოს, ფიდერი იქნება თუ დაფრახტული გემი. მეორეა, თუ ევროპის დანიშნულებითაა ტვირთი, პლატფორმები შევა ახალქალაქში, აიწევა ვაგონი, ურიკები ევროსტანდარტის შესაბამისად ეცვლება და ტვირთი მიდის სტამბულის დანიშნულებით. ჩემი აზრით ეს ფული სჯობს „ჩავასხათ“ რკინიგზის განვითარებაში და არა იმისთვის, რომ დავიწყოთ ლიანდაგების შეცვლა.- როცა ვსაუბრობთ რკინიგზის გამოკვეთილ უპირატესობებზე, ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი დავინახე ბოლო პერიოდის განმავლობაში. მათ შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო UGT-სთან კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. მეტი რომ გვითხრათ ამ პროექტთან დაკავშირებით, რატომ დადგა ეს საჭიროება და რა მიმართულებით განხორციელდება პროექტი?შუა დერეფნის განვითარება, არა მხოლოდ გამტარუნარიანობის გაზრდაა ან ახალი სავაგონო პარკის შექმნა-დამატება, არამედ დიგიტალიზაცია, ჩვენი დერეფნის გაციფრულება, რათა დრო შემცირდეს, გაიზარდოს სიჩქარე. როგორც საბუთების ბრუნვის ისე სხვა მომსახურების. კომპანიამ ახლახან დაასრულა საინტერესო პროექტი IT მიმართულებით, ეს არის საკონტეინერო დატა ცენტრის შექმნა. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში რომლითაც ვამაყობთ. ამ პროექტის განხორციელებისთანავე, IT სერვისის მიწოდება მოხდება შეუფერხებლად. და რაც ყველაზე მთავარია, დღეს მონაცემთა ბაზას უნდა სწორად შენახვა და მოფრთხილება. და ეს მონაცემთა ბაზა რაც კომპანიას გააჩნია, პარტნიორთან მუშაობისას თუ მგზავრთა გადაყვანის სერვისებში სატვირთო კუთხით, შეინახება უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვაციფრულებთ იმ ნაწილს რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.- ვფიქრობ, ეს არის ის საკითხები, სადაც მეტი ფული უნდა დაიხარჯოს. ამასთან, მინდა გთხოვოთ რომ საქართველოს რკინიგზის საქმიანობის 2023 წელი რომ შევაფასოთ. რა სიახლეები იქნება 2024 წელს?2023 წელი მოგებით დავასრულეთ. ბოლო სამი წელია კომპანია მოგებაზე გავიდა. საქართველოს რკინიგზის 100%-ს სახელმწიფო ფლობს, მაგრამ დღემდე კომპანიის ყველა პროექტი შიდა დაფინანსებით ხორციელდება. სუბსიდირება ხდება სატვირთო გადაზიდვების და მგზავრთა გადაყვანის, სახელმწიფო ბიუჯეტს ჩვენ დღემდე არ ვიყენებთ. თუმცა სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი, შეთანხმებულია, რომ დაიწყება მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირება, რაც მთელ მსოფლიოში აპრობირებულია. რაც შეეხება სტატისტიკას, მგზავრთა გადაყვანაში წელს რეკორდული იყო შემოსავლების კუთხით, 41 მილიონს გადავაჭარბეთ, წინა წელთან შედარებით 50%-იანი მატება გვქონდა შემოსავალში, მგზავრთა გადაყვანაში ზრდა იყო 42%. ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხარის თხოვნით, 2023 წლის გაზაფხულზე მოძრაობა შეჩერდა, რათა დაეჩქარებინათ სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ამან იმოქმედა ტვირთის კლებაზე დაახლოებით შემცირება იყო 8%. ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა და ამ ციფრს უკან დავიბრუნებთ.წყარო: businessinsider.ge

1713524752

წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილებას 8 საათის ნაცვლად 4 საათი დასჭირდ...

„რიკოთის გზა ხელს შეუწყობს მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერებას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ბევრად კონკურენტული გახდება, რეგიონში არსებულ სხვა დერეფნებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდეს;მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება;საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა;ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა;აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ მანძილი შემცირდება 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს განახევრდება;წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მშენებლობის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4.5 საათი,“ - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

1713524387

2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ $414,6 მილ...

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 41% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი.„ანექსიის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი.ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით, 41% (დაახლ. 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა.რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლ. 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა", - ნათქვამია ანგარიშში.

1713522607

ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 000 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში - 148 00 000 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 514 000 ერთეული, 2020 წლის იანვარ-მარტში - 115 000 ერთეული, 2019 წლის 3 თვეში - 17 000 ერთეული და ა.შ.ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება დაახლოებით, 14,3 ათასი აშშ დოლარია.

1713521028