ახალი ამბები

სხვა სიახლეები
განვითარებულ სამყაროს ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭი...

საქმე ის არის, რომ ენერგეტიკული გაერთიანების პოზიციით, ენერგეტიკული ბირჟის იმ მოდელით ამოქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს, ორგანიზაციის მოთხოვნებთან თანხვედრაში არაა.როგორც მაია მელიქიძე BMG-სთან აცხადებს, ბიზნესისთვის ბირჟის ამოქმედება მნიშვნელოვანია, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები რიგ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა მაგალითად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით კომპანიებისთვის ჯარიმების დაკისრების რისკი.მისი თქმით, მოლოდინია, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.„კერძო სექტორისთვის ბირჟის გახსნა მნიშვნელოვანია, ამას რამდენიმე კომპონენტი ახლავს თან, ესაა გამჭვირვალობა, ფასის დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და ზოგადად ბირჟაზე გამჭვირვალედ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხები კვლავ დასაზუსტებელია, მათ შორის უბალანსობის ვალდებულება და შესაძლო ჯარიმები. კომპანიებისთვის, მათ შორის მსხვილი მომხმარებლებისთვის საკმაოდ რთულია წინასწარ პროგნოზი, თუ როგორი იქნება გამომუშავება და მოხმარება. ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული ჰეჯირების მექანიზმების შემოღება მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე სამ სხვადასხვა მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 1 ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყოს. სამივე მოდელი ბირჟის ნაწილობრივ გახსნას მოიაზრებს.ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, გაერთიანება სწორად აღიქვამს დღევანდელ მოცემულობას. განვითარებულ სამყაროს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭირდა, ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ბაზარს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწყის ეტაპზე ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნება.BM.GE

1713518258

შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერები...

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა.„ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის.„აგრარულ საკითხთა კომიტეტი,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

1713517929

Galt & Taggart - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნ...

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია.„ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1713517873

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით...

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების თანაავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ეს ცვლილება ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს."ბატონ ბიძინაზე[ივანიშვილზე] ვერიდები ხოლმე საუბარს. თუ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებული და დანარჩენი სულ ყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებულია. ეკლესია, თეატრები თუ დანარჩენი ყველაფერი. კითხვა დაისვა - რა გადაიხადა საქართველოშიო, მეტი რა უნდა გადაიხადოს? ყველაფერი ტყუილია, რასაც ამბობთ, რომ უნდა აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, რომ მერე არაფერი გადაიხადოს და ეშინია არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. იმიტომ, რომ თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვინც არ უნდა იყოს, პაატა იქნება თუ სხვა იქნება, ვერაფერი ვერ უშველის. იქნება დასანქცირებული ყველა ბანკები. ვიცით, რომ თიბისიდან საქართველოს ბანკში რომ 100 დოლარი გადარიცხო, ისიც ამერიკის გავლით ხდება და როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ აქ გამოიყენებ ყველაფერს როგორც მოგინდება? ეს არის აბსურდი.არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს, ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციებთან ამას ამას აკავშირებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები და ასეთი სისტემები,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

1713517563

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტ...

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 21.0 პროცენტით შემცირდა და 605.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.„2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (132.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (82.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 83.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 39.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1713512580

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით შე...

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით).საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მარტში, 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.„2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (458.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (298.9 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (721.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (619.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 443.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 83.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (5.5 პროცენტი).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713511860