Home » Tag Archives: მამუკა ბახტაძე

Tag Archives: მამუკა ბახტაძე

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდება ის სექტორები და ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ზედმეტობით გადახდილ დამატებითი ღირებულების გადასახადს ავტომატურად, პროგრამული სისტემის საშუალებით ხუთ დღეში დაიბრუნებენ. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ამისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ, ზედმეტობის დაბრუნებისთვის 14 დღე აქვთ. ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივის შესახებ რამდენიმე დღის წინ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა. ბახტაძე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად ბიზნესში სამჯერ მეტი თანხა ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. ”საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მეწარმეებისთვის იმ მასშტაბური რეფორმის აღსრულებას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, ეს რეფორმა განვიხილეთ 2018 წლის ბიუჯეტის ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები. „ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს ...

Read More »

„საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“

„საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“

თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Bitfury-თან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას. „გუშინ გავეცანი მედიაში ამ კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ იმას, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც მიკუთვნებული აქვს ...

Read More »

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯები 140 მილიონით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, მუდმივად ისმის კითხვები. ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკა სწორედ სამთავრობო ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, საქმე არც ისე რთულად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ისე არ წვიმს როგორც ქუხს. მიმდინარე წელი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, საინტერესოდ გამოიყურება. გარდა იმისა, რომ მთავრობის სტრუქტურული ...

Read More »

“დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის”

"დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის"

დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით. მისი განცხადებით, რეფორმა ...

Read More »

„დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა დაახლოებით, 600 მლნ ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს“

„დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა დაახლოებით, 600 მლნ ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს“

ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნესასოციაციათან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა. “შეხვედრაზე გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ- ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ...

Read More »

“60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება”

"60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება"

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 60 მილიონი ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებლად 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეისწავლა ...

Read More »

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძემ შეხვედრას საინტერესო და მნიშვნელოვანი უწოდა და მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის. “დაახლოებით, 60 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს არის ზოგადად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ეს თანხები ...

Read More »

მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს

მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს მიმართავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდი პატივია, რომ მას მიეცა შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალთა გუნდს. „მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით წლების განმავლობაში თქვენზე დაკისრებული ...

Read More »