ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რომელ ადგილზეა საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით?

შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი - 345 ლარი ეგვიპტეშია.რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.კერძოდ, სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია. წყარო: BPN.GE

1714044392

„ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კ...

„სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი გვაქვს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. თუმცა, ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში აუცილებელია, შესაბამისად, მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ახალი პოლიტიკით, დავამუშავეთ და უკვე ჩავუშვით ახალი პროგრამა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების მიმართულებით.პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ ბიზნესს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიამ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რამდენად დაეხმარება ეს მას განვითარებაში. სააგენტოს კონკრეტული მექანიზმებით: 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებით და განთავსების საკომისიოს ანაზღაურებით, გვექნება გრანტები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ბროკერებთან თანამშრომლობით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას.დაინტერესება და მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია. პროგრამა არის ყველასთვის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - ჩვენ მხოლოდ ფინანსურად არ დავეხმარებით მათ, ტექნიკური დახმარების თვალსაზრისითაც დავუჭერთ მხარს, რომ მზად იყვნენ ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად. პროგრამის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც სხვა ბევრ პროგრამაში, ჩვენი პარტნიორია USAID“ - განაცხადა ხიდურელმა.მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტო კიდევ რამდენიმე მექანიზმის ამოქმედებას აპირებს:„წელს ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ე.წ. ექვითი ფონდი, სადაც სააგენტო ლიმიტირებულ პარტნიორად იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ერთად, საშუალებას მივცემთ კომპანიებს გამოიყენონ ფონდის დახმარების მექანიზმი“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე

1714041718

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor-ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summitღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

1714041287

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას. 

1714038568

ლარზე დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ნაწილობრივ უკვე იმოქმედა

მესამე დღეა, რაც კურსი მაღლა მიიწევს და ,,ბლუმბერგზე"  2,69-იან ნიშნულს გადასცდა.საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარის რყევა გაგრძელდება.სავალუტო ტენდენციებზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" საბანკო ექსპერტმა ლია ელიავამ, რომლის განცხადებითაც კურსი ნეგატიურ ტრენდს ჯერჯერობით ვერ შეცვლის, რასაც ხელს უმეტესწილად  საშინაო ფაქტორები უწყობს."საქართველოში კურსის გამყარება პირდაპირ დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, ვალუტის გადინებაზე და სავალუტო კონვერტაციებზე. იმის გამო, რომ არასტაბილობაა და უარყოფითი მოლოდინი არსებობს, უცხოური ვალუტის დარეზერვება მიმდინარეობს, რაც ამ შემთხვევაში მთავარი გარემოებაა.რეალურად როგორია ვაჭრობა უცხოურ ვალუტაში, უცნობია, თუმცა ვფიქრობ, რომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომეციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი დაბლა იწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.ლარის ასეთი რყევა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. მიზეზი მთლიანად შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რაც სახარბიელო არ არის", - აღნიშნა ელიავამ და დასძინა, რომ სანამდე გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა, გარკვეულწილად, იმაზეა დამნოკიდებული, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და რა გაგრძელებას ჰპოვებს.,,ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არასაიმედო ვითარებაა. რა ნიშნულს მიაღწევს კურსი, ვარაუდი გამიჭირდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება გაუფასურების პროცესი. ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზარალონა. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. სავალუტო რყევა თუ გაგრძელდება, ეს მტკივნეულად დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას, განსაკუთრებით ბიზნესი დაზარალდება", - განაცხადა ელიავამ.განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტების მეორე ნაწილი, რომელთა შეფასებითაც, პოლიტიკური ვითარება სავალუტო ბაზარზე მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენს. პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ლარის რყევა ჩვეულებრივი პროცესია, რასაც ეროვნული ვალუტა სხვადასხვა პერიოდში განიცდის და მისი დღევანდელი მდგომარეობა რაიმე პრობლემის გამოძახილად არ უნდა ჩაითვალოს.,,საერთოდ, არც ერთი ვალუტა ერთ ადგილას არ დგას, ყოველთვის იცვლის ტრაექტორიას. რაიმე ძლიერი ზემოქმედებით არ უფასურდება ლარი, ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც ხშირად არის განსაზღვრული ბაზრის აგენტების ქცევებით. ამას პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებს ვერ დავაბრალებთ.მუდმივად ერთ დონეზე არც ერთი ვალუტა არ არის გაჩერებული. ამიტომ ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ვითარება. ბანკები იქნებიან თუ  დეპოზიტარები ან ბირჟაზე აქციონერები, იმის მიხედვით ვერ იმსჯელებენ, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში. როცა მოლოდინია ომის, კრიზისის და სხვა მსგავსი ნეგატიური პროცესების, გასაგებია, მაგრამ აქციების დაანონსება არ არის ის ფაქტორი, რაც სავალუტო რყევას გამოიწვევს. როდესაც ადამიანები თავიანთ განწყობას  გამოხატავენ, მისი გავლენა ეკონომიკაზე მიზერულია, იმდენად უმნიშვნელო, რომ არ შეიძლება სერიოზულ ფაქტორად იქნას აღქმული", - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.მისი თქმით, სავალუტო რყევა ალბათ გაგრძელდება, თუმცა რა ნიშნულს დაიჭერს ლარი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.,,ორი რამ არის, რაც პროგნოზს არ ექვემდებარება: ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. როგორი იქნება ეს მაჩვენებლები საშუალო და ხანგრძლი პერიოდში, კონკრეტულად როგორ შეიცვლება, ამას ვერავინ იტყვის. ჯერჯერობით ყველა პირობაა, რომ ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ამჟამინდელი რყევა დიდხანს არ გასტანს. არ არსებობს არც ფუნდამენტური ფაქტორი, არც რაიმე ისეთი გარემოება, რომ სავალუტო ბაზარზე რადიკალური ცვლილება მოხდეს. მცირეოდენი გადახრები საშიში არ არის. ეკონომიკა ვითარდება, წყნარ კალაპოტშია მოქცეული და ვერ ვხედავ ჯერჯერობით ისეთ მიზეზს, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.რაც შეეხება კურსს ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6910 ლარი ღირს, ევრო – 2.8756 ლარი.resonancedaily.com

1714037919

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ა...

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.„საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის  სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.„მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიურიმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.

1714036819