ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რას გულისხმობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივა, რო...

ამჟამად არსებული რეგულაციით, თუ პირს უნდა შემოიტანოს მანქანა და მიზანია, რომ შემდეგ დაშალოს, უწევს, რომ შემოიყვანოს როგორც ჩვეულებრივმა მყიდველმა პირადი მოხმარებისთვის, დაარეგისტრიროს, გადაიხადოს აქციზის გადასახადი და შემდეგ დაშალოს. მაგრამ თუ წამოიღებს მაგალითად მანქანის ნახევარ ნაწილს, სადაც ძრავი და ძირითადი ნაწილებია, მხოლოდ დღგ-ს გადახდა უწევს. სექტორის წარმომადგენლების თქმით თუ წინასწარ ცნობილია, რომ მანქანა დასაშლელად ჩამოდის, რეგისტრაციაზე დრო აღარ უნდა დაიხარჯოს და არც აქციზის გადასახადი უწევდეთ.ალექსი ნონიაძის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობენ  არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები,  რომლებსაც ავტომობილები შემოჰყავთ და ისე შლიან, რომ არ ხდება მათი განბაჟება.„ამის გამო ზარალდება პატიოსანი ავტოიმპორტიორი, იმიტომ რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებთან  ერად არასამართლიან კონკურენციაში შედის, პრობლემა არის იმ მხრივ, რომ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო იმ კომპანიების გაწითლება რომლებსაც შემოყვანილი ჰყავთ ეს მანქანები, მაგრამ მათაც არ გააჩნიათ ის სათანადო ბერკეტები, რომ ბოლომდე თვალი მიადევნონ პროცესს და კონკრეტული პირების კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებულები, რაც ფართომასშტაბიანი პრობლემა გახდა.შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ვისაც ექნება დავალიანება "გააწითლოს", რის შემდეგაც კომპანიებს სრულყოფილად ფუნქციონირება აღარ შეუძლიათ. ასევე წითელ ზონაში ხვდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც შემოჰყავთ ავტომობილები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხდება ვერც  ექსპორტზე გაყვანა და ვერც დაშლა. ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე თუ როგორ შეიძლება გამოსწორება და წავედით ამ მიმართულებით“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე შედგა კონტაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ავტოიმპორტიორთა ასოციაციას შორის.მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც ელექტრო სატვირთო ავტომობილებზე ელექტრო მსუბუქი ავტომობილების მსგავსი შეღავათების დაწესებას გულისხმობს.„ამჟამად ელექტრო სატვირთო ავტომობილებს იგივე შეღავათები არ აქვთ, რაც ელექტრო მსუბუქ  ავტომობილებს, შესაბამისად ხელი რომ შევუწყოთ ქვეყანაში მათ შემოყვანას და რაოდენობის ზრდას გვაქვს ინიციატივა."- აღნიშნა ნონიაძემ.მისი თქმით, ასოციაციამ იუსტიციაში სახელწოდების ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი და იქნება "ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია""დავიცავთ  როგორც  ავტოიმპორტიორების, ასევე  ავტომფლობელების უფლებებსაც. სხვანაირად  ბაზარი ვერ  განვითარდება  თუ მხოლოდ იმპორტიორების უფლებებს დავიცავთ და არა ავტომფლობელების.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძის თქმით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის მიერ მიწოდებულ ტექნიკურ რეგლამენტში საუბარი იყო მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრის რეგულირებაზე, თუმცა ნონიაძის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესები და ბიზნესის ინტერესები  თანხვედრაში უნდა იყოს.„საჭიროა როდესაც გარემოზე ვფიქრობთ, ამავდროულად ვიფიქროთ იმაზეც, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართულ სისტემას მივიღებთ. სასწორზე დგება ერთის მხრივ გარემო და მეორეს მხრივ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძემ 2019-2023 წლების იმპორტის და რეექსპორტის მონაცემებზეც ისაუბრა.„არ შეიცვალა რეექსპორტი, მაგრამ შეიცვალა  იმპორტი 58 000-ზე მეტი ავტომობილი შემოვიყვანეთ 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, შიდა მოხმარება  მნიშვნელოვნად  არ  გაზრდილა,  რეექსპორტი ოდნავ გაიზარდა, სამაგიეროდ 58 000 ავტომობილია, რომელიც ბაზარზე  გაიჭედა და გაჭედა ბაზარი, ჭარბი მიწოდება მოხდა და იძულებული არიან რომ ეს ავტომობილები გაყიდონ, ცდილობენ რომ თვითღირებულებაში გაყიდონ, ზარალზე მიდიან.სანამ არ ამოიწურება და ეს 58 000 ავტომობილი არ გავა ბაზრიდან, ბუნებრივია იმპორტი შემცირდება, სანამ  სასწორის პინები არ გათანაბრდება.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.commersant.ge

1711709292

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე გრძელდება — გაიცანით "ბუკას ბეიქერი"

ორიგინალური ტორტებითა და უგემრიელესი დესერტებით გამორჩეული საკონდიტრო ბუკას ბეიქერი ერთ-ერთი წარმატებული ქალი მეწარმის ბიზნესია, რომელიც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის ნაწილი გახდა. უკვე 5 წელია, რაც ბუკას ბეიქერის ცნობილი ტორტები მრავალი სადღესასწაულო შეკრების ნაწილია და ჩვენთვის გამორჩეულ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. როგორ გაჩნდა ბუკას ბეიქერის შექმნის იდეა და რა მოსწონთ მომხმარებლებს განსაკუთრებით, საკონდიტროს დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ქუტიძე, თავად მოგვიყვა.“საკონდიტროს შექმნის სურვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონა, იდეა კი ამ სფეროში მიღებული განათლების შემდეგ გაჩნდა. 2019 წელის ბოლოს ბუკას ბეიქერი საკმაოდ წარმატებულად გაიხსნა, მაგრამ პანდემიის სახით კრიზისული პერიოდი მალევე დადგა. დროთა განმავლობაში კი, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით. ჩვენი საკონდიტრო გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული დესერტებითა და ყველასგან განსხვავებული სადღესასწაულო ტორტებით, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი დარიჩინის ფუნთუშებია. ასევე, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ბაზარზე არსებული დესერტებისგან განსხვავებული შიგთავსების მქონე პროდუქცია შემოიტანა”, — ამბობს მარიამ ქუტიძე.ქალი მეწარმეებისთვის WOLT-ის აპლიკაციაში შექმნილი შეთავაზებით ბუკას ბეიქერიმ უკვე ისარგებლა და როგორც მარიამ ქუტიძე აღნიშნავს, შედეგები საკონდიტროზე უკვე დადებითად აისახა. ბუკას ბეიქერის მსგავსად, საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო კამპანიის ნაწილი სხვა ქალ მეწარმეებსაც შეგიძლიათ გახდეთ და შემდეგი ბიზნესშეთავაზებებით ისარგებლოთ: მარტის თვის განმავლობაში Wolt Ads პლატფორმის მეშვეობით რეკლამას უფასოდ განათავსებთ, რომელსაც ათასობით მომხმარებელი ნახავს; თქვენი მომხმარებლები პროდუქციის შეკვეთისას ვოლტზე 1 კვირის განმავლობაში უფასო მიტანით ისარგებლებენ; მარტის თვეში საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება, Plus ქულები და ა.შ.) შექმნის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 30%-ს საქართველოს ბანკი აგინაზღაურებთ და თანხა უკან დაგიბრუნდებათ. Ads მენეჯერით შექმნილი შეთავაზება კი საშუალებას მოგცემთ 1,4 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისწვდეთ.“ეს კამპანია ჩვენს საკონდიტროზე საკმაოდ დადებითად აისახა და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის”, — აღნიშნა მარიამ ქუტიძემ.საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო შეთავაზებით სარგებლობისთვის ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ.

1711709164

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.„ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დავაჩქაროთ პოტენციური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ვახტანგ ცინცაძე რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლადაა მიმართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.2024 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

1711708906

გოგიტა თოდრაძე: თებერვალში 6200 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, წინა წლის...

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.„კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლების შემცირებით, მათი რაოდენობა 2024 წლის თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის.ამასთან, 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა",- განაცხადა თოდრაძემ.

1711705332

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში."2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

1711703568

BAG ინდექსი: 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 90% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში - 69%, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში - 63% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდას.რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ინვესტიციების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს გამოკითხული კომპანიების 70%-მა გაზარდა ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით. ვაჭრობის სექტორში, ჯამური ინვესტივიების ზრდა კომპანიების 76%-მა დააფიქსირა, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში 69%-მა, ხოლო მშენებლობაში - 50%-მა გაზარდა ინვესტიციები 2023 წელს.შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის.BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711703044