ახალი ამბები

სხვა სიახლეები
წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილებას 8 საათის ნაცვლად 4 საათი დასჭირდ...

„რიკოთის გზა ხელს შეუწყობს მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერებას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ბევრად კონკურენტული გახდება, რეგიონში არსებულ სხვა დერეფნებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდეს;მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება;საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა;ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა;აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ მანძილი შემცირდება 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს განახევრდება;წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მშენებლობის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4.5 საათი,“ - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

1713524387

2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ $414,6 მილ...

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 41% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი.„ანექსიის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი.ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით, 41% (დაახლ. 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა.რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლ. 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა", - ნათქვამია ანგარიშში.

1713522607

ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 000 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში - 148 00 000 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 514 000 ერთეული, 2020 წლის იანვარ-მარტში - 115 000 ერთეული, 2019 წლის 3 თვეში - 17 000 ერთეული და ა.შ.ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება დაახლოებით, 14,3 ათასი აშშ დოლარია.

1713521028

განვითარებულ სამყაროს ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭი...

საქმე ის არის, რომ ენერგეტიკული გაერთიანების პოზიციით, ენერგეტიკული ბირჟის იმ მოდელით ამოქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს, ორგანიზაციის მოთხოვნებთან თანხვედრაში არაა.როგორც მაია მელიქიძე BMG-სთან აცხადებს, ბიზნესისთვის ბირჟის ამოქმედება მნიშვნელოვანია, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები რიგ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა მაგალითად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით კომპანიებისთვის ჯარიმების დაკისრების რისკი.მისი თქმით, მოლოდინია, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.„კერძო სექტორისთვის ბირჟის გახსნა მნიშვნელოვანია, ამას რამდენიმე კომპონენტი ახლავს თან, ესაა გამჭვირვალობა, ფასის დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და ზოგადად ბირჟაზე გამჭვირვალედ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხები კვლავ დასაზუსტებელია, მათ შორის უბალანსობის ვალდებულება და შესაძლო ჯარიმები. კომპანიებისთვის, მათ შორის მსხვილი მომხმარებლებისთვის საკმაოდ რთულია წინასწარ პროგნოზი, თუ როგორი იქნება გამომუშავება და მოხმარება. ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული ჰეჯირების მექანიზმების შემოღება მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე სამ სხვადასხვა მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 1 ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყოს. სამივე მოდელი ბირჟის ნაწილობრივ გახსნას მოიაზრებს.ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, გაერთიანება სწორად აღიქვამს დღევანდელ მოცემულობას. განვითარებულ სამყაროს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭირდა, ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ბაზარს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწყის ეტაპზე ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნება.BM.GE

1713518258

შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერები...

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა.„ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის.„აგრარულ საკითხთა კომიტეტი,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

1713517929

Galt & Taggart - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნ...

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია.„ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1713517873