Home » Tag Archives: აეროპორტი

Tag Archives: აეროპორტი

2017 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 49%-ით გაიზარდა

2017 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 49%-ით გაიზარდა

2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 405 456 შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით მეტია. 31%-ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, 2017 წელს 1 628 რეისი განხორციელდა.

Read More »

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა. იანვარ-ივნისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1 609 183 შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში 1 287 228 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. თუ ...

Read More »

“საქართველოს აეროპორტები ფრენებზე გაზრდილი ნაკადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას ვერ იძლევა”

"საქართველოს აეროპორტები ფრენებზე გაზრდილი ნაკადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას ვერ იძლევა"

“ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან, რასაკვირველია, შესაძლებელია საქართველო ტურისტების გამტარი ქვეყანა გახდეს” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 3 თვის განმავლობაში, აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 621 828 მგზავრი. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43.62%-ით არის გაზრდილი. აქედან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა (ზრდა 41.29%). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 68 369 მგზავრმა ისარგებლა, ...

Read More »

ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის მიმართულებით შესაძლოა, მეტრომ იმოძრაოს

ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის მიმართულებით შესაძლოა, მეტრომ იმოძრაოს

მეტროსადგურების გაგრძელების პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც დედაქალაქის განვითარების გენგეგმა გულისხმობს. საუბარია, ორ ახალ მიმართულებაზე. გენგეგმის მიხედვით, მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის ზოლის მიმართულებით გაგრძელდეს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.

Read More »

ქუთაისის აეროპორტთან 100 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება

ქუთაისის აეროპორტთან 100 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება

ქუთასის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობაში 3 მილიონი დოლარი ჩაიდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს. კომპანიის ხელძღვანელის, ბეჟან წაქაძს თქმით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილი აქვს. ადგილზე მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და ის საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო იქნება, რომელსაც 100-ნომერი ექნება. ბეჟან წაქაძის განცხადებით, სასტუმრო დაკავშირებული იქნება აეროპორტთან და პოტენციურ მგზავრებს მათი ფრენის, რეგისტრაციისა და სხვა სიახლეების ...

Read More »

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება. საქართველოს მომავალი წლიდან კიდევ ერთი შიდა აეროპორტი დაემატება, – ამბროლაურის აეროდრომის ასაფრენი ბილიკის მოწყობა უკვე დასრულებულია და მას შეუძლია, მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე იქნება. ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულებას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. სუბსიდირების პოლიტიკა ისეთივე იქნება, როგორიც ეს მესტიის აეროპორტის შემთხვევაშია. მისივე თქმით, თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით ...

Read More »

მსოფლიოს ყველა აეროპორტის Wi-Fi-ის პაროლი – საჭირო ინფორმაცია მოგზაურებისთვის

მსოფლიოს ყველა აეროპორტის Wi-Fi-ის პაროლი - საჭირო ინფორმაცია მოგზაურებისთვის

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი დისკომფორტი, ვიდრე Wi-Fi-ში თანხის გადახდა? მოგზაურმა ბლოგერმა და კომპიუტერული დაცვის სისტემის მცოდნე ენუკ პოლატმა, მსოფლიოს აეროპორტების რუკა შექმნა, რომელშიც მითითებული აქვს, სად არის უფასო Wi-Fi და რა პაროლი შეესაბამება ზოგიერთ მათგანს. თუ დააჭერთ რუკაზე აღნიშნულ თქვენთვის სასურველ ლოკაციას, მაშინვე გიჩვენებთ, აღნიშნულ აეროპორტში ჩასვლისას უფასო ინტერნეტით ისარგებლებთ თუ არა. აღსანიშნავია, რომ რუკა მუდმივად განახლებადია.

Read More »

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. 2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ თვითმფრინავის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ბილიკმა პირველად მიიღო. 1 100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.  ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცენდენტოდ მოკლე ...

Read More »

ამბროლაურის აეროპორტი დასაწყისისთვის მცირე ზომის საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განსაზღვრული

ამბროლაურის აეროპორტი დასაწყისისთვის მცირე ზომის საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განსაზღვრული

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა. ის კმაყოფილი დარჩა მშენებლობის ტემპით და იმ გარემოებით, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბროლაურში აეროპორტისა და აეროდრომის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ოთხპუქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რაჭის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. ...

Read More »

საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 21 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 21 პროცენტით გაიზარდა

2016 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს აეროპორტები 1 082 828 მგზავრს მოემსახურა, წლიურ ჭრილში 21,3%-იანი ზრდაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით,  ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 893 222 მგზავრს (+19,2%), ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 92 682 მგზავრს (+47,14%),  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 95 430 მგზავრს (+21%). აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში, მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა ...

Read More »