ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ლატვიელ მოსწავლეებს რუსული ენის სწავლა აეკრძალებათ - მის ნაცვლად გერმა...

სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2025 წლის 1 სექტემბრამდე მეორე უცხო ენად რუსული აირჩიეს, ამ ენის შესწავლას დაწყებითი სკოლის დამთავრებამდე შეძლებენ.შემდეგ, როგორც მეორე უცხო ენა, მე-5 კლასიდან მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების ოფიციალური ენის შესწავლა იქნება შესაძლებელი.საბაზო განათლების სახელმწიფო სტანდარტის წესების მიხედვით, რუსული არ არის ამ ენებიდან.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარში რუსული მეორე უცხო ენად ისწავლება. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ გვთავაზობს რუსული ენის ალტერნატივას.რუსული ენა საბოლოოდ ეტაპობრივად და არა ერთბაშად შეიცვლება ენებით - გერმანული, ფრანგული, ესპანური და ა.შ. გამართლებულია იმით, რომ აუცილებელია მასწავლებლების მომზადება, რომლებიც ამჟამად დეფიციტურია.

1713874551

TASHIR PIZZA-ს ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

,,პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა",- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713872257

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ს პირველი ფილიალი გ...

პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება.KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME.„კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა“საქართველოს ბანკისა  და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

1713871548

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა

მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყვლზ სწრფ ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება თუ დაპაუზება. სწორედ ამისი შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი - 6 წუთი და 11 წამი.“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი სისტემები გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, თავად მომხმარებლებიც ინფორმირებულნი არიან, რა ეტაპზეა მათი სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს - ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, - დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

1713869391

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადავცემთ, ყოველი მატჩის მოგები...

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვე-ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

1713867122

როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსა...

„საქართველოს ბანკი ბევრ საინტერესო ბიზნესთან პარტნიორობს. მეამაყება, რომ ჩვენი ბიზნესების პორტფოლიო მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მოიცავს ბიზნესების ფართო სპექტრს - მცირე სტარტაპებიდან დაწყებული მსხვილი საწარმოებით დამთავრებული“, - გვიყვება ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში.„ყოველდღიურად, ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი ამბები ხდება - რამდენიმე წლის წინ დაარსებული, პატარა კომპანია სულ ახლახან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა და ჩვენ ამის უშუალო მომსწრეები ვიყავით. ყოველი ასეთი წარმატების ისტორია კი გვაძლევს მოტივაციას, უფრო აქტიურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განმარტავს ის.როგორც ელენე ამბობს, საქართველოს ბანკის მიზანია, მომხმარებელთან განსაკუთრებული, გრძელვადიანი კავშირი დაამყაროს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პროდუქტების განვითარება, დამატებითი ღირებულების შექმნისკენ მიმართული პროექტები თუ სხვა, აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას ბიზნესების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისები და პროდუქტები, განავითარონ არსებული შეთავაზებები და მისცენ მათ ზრდის შესაძლებლობა.უფრო დეტალურად საკუთარი საქმიანობის შესახებ კი ელენე ინტერვიუში გაგვესაუბრა.- რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა?ვფიქრობ, ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს სინერგიული, ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა აკავშირებთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კი, ბიზნესი იძენს წვდომას მნიშვნელოვან ფინანსურ და დამატებითი ღირებულების რესურსებზე.აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესების წარმატება არა აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და გაზომვადია. როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციისა და შთაგონების წყარო ხდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გუნდთან ერთად გვაძლევს კიდევ უფრო მეტ ძალას, შევქმნათ მომხმარებლის/ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისები.- რა არის თქვენი გუნდის და თქვენი მიმართულების მთავარი ღირებულება?ვფიქრობ, ჩემი გუნდის მთავარი ღირებულება და გამაერთიანებელი ძალა საერთო სურვილია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისა და ბიზნეს ლანდშაფტის განვითარების პროცესში.ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომლის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისთან ერთად მუშაობ. ვთვლი, რომ საქართველოს ბანკის გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, შედეგებზე ორიენტირებული და დიდი ცოდნის მქონე ერთეული, რაც მეხმარება როგორც პიროვნულ ზრდაში და დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე მაძლევს მოტივაციას, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და უფრო მეტი გავაკეთოთ ბიზნესების ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში.- როგორც ვიცით, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული მეწარმეების გაძლიერების პროცესში და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებთ. რომ მოგვიყვეთ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, შექმნას ბიზნესისთვის ზრდის და განვითარების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს განათლების მიმართულებით, რაც ეხმარება მათ აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო თემები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და თანამედროვე მიდგომებს.ბიზნესის განათლების მიმართულებით გამორჩეული პროექტია Businesscourse.ge - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც განსხვავებულ თემებს აერთიანებს, მათ შორისაა: ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, Businesscourse.ge მოიცავს სექტორულ კურსებსაც, იქნება ეს მეღვინეობა თუ აგრომეწარმეობა.აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან ბიზნესკურსზე 42,000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, მათთან ინტერაქციით და კომუნიკაციით კი ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემები. მაგალითად, ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების მიმართ, რაც ჩვენც გავითვალისწინეთ და სულ ახლახან შევქმენით ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა.ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესში ქალების მხარდაჭერის საკითხი. ამ მიმართულებით ბანკის მხრიდან განხორციელებული მრავალი ინიციატივის პარალელურად, ავღნიშნავდი „ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამას“, რომელიც UNDP-სთან ერთად 2 წლის წინ დავიწყეთ. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის 360 გრადუსიან მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტში მონაწილეობა უკვე 170-მა ქალმა მიიღო და გადამზადება კვლავ გრძელდება. კურსის შემდეგ მეწარმე ქალების განვითარება და ზრდა კი ჩვენი ყოველდღიური მოტივაციის წყაროა.- როგორც ვიცით, თქვენ სტარტაპების განვითარებასაც უჭერთ მხარს...როგორც ვახსენე, ჩვენი პორტფოლიო ძალიან დივერსიფიცირებულია - ერთი მხრივ, ის აერთიანებს უკვე წარმატებულ და აქტიურ ბიზნესებს, რომლებიც აგრძელებენ ზრდას, მეორე მხრივ კი მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც ახლა იწყებენ ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Global-ი საქართველოში საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. გასაოცარია, სტარტაპების განვითარება, რომელსაც აქსელერაციის 3 თვის განმავლობაში ვუყურებთ, ხოლო პროგრამის გავლის შემდეგ დღემდე წარმოუდგენელ ზრდას გვაჩვენებენ. მეამაყება, რომ ისეთი სტარტაპები იღებდნენ მონაწილეობას პროგრამაში, რომლებიც დღეს საქართველოსა და გლობალურ ტექნოლოგიურ სტარტაპ გარემოს ქმნიან: Phubber, Quickshipper, Cargon და სხვა.- თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ რომ მოგვიყვეთ...მეწარმეობის ხელშეწყობის, ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების წახალისების მიზნით კი ჩვენ არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. მაგალითად: USAID-თან ერთად გასულ წელს 2 B2B ფორუმი ჩავატარეთ, რომელშიც 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ პოტენციური პარტნიორები, მიეღოთ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბაზრების შესახებ. განხორციელდა სავაჭრო მისიები უზბეკეთში, რომლის ფარგლებშიც 40 კომპანია ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შედეგად, 4 კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, ხოლო 7 კომპანია ბაზარზე შესვლის პროცესშია. EFSE Entrepreneurship academy-სთან ერთად ყოველთვიურად ვატარებთ ვორკშოპებს ქალი მეწარმეებისთვის. ვორკშოპები მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, ლიდერობა და მართვა, ბიზნესის ფინანსური მართვა, გაყიდვების თანამედროვე მიდგომები და სხვა. გასულ წელს 200-ზე მეტმა მეწარმე ქალმა მიიღო ვორკშოპებში მონაწილეობა. EBRD-თან ერთად შევქმენით საკრედიტო პროდუქტი - საინვესტიციო სესხი, რომლის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა. VISA-სთან და USAID-თან ერთად კი ვახორციელებთ გაციფრულების პროგრამა Go Digital, რომელიც სპეციალურად ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე რეგიონების ბიზნესებს საოპერაციო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ მართვის სისტემების დანერგვას სთავაზობს. პროექტების ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირედია, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით და ვახორციელებთ.რა არის ის მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც მუშაობის პროცესში გიბიძგებთ, არ გაჩერდეთ?ჩემს ყოველდღიურობაზე დიდი მოტივაცია აქვს იმ გავლენას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორზე. იმის ცოდნა, რომ ჩვენი ძალისხმევა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, მეწარმეების და საზოგადოებების წარმატებასა და კეთილდღეობას, ზრდის ჩვენს მოტივაციას და მონდომებას. ყოველი გამოწვევა სიახლის შექმნის შესაძლებლობაა, ყოველი წარუმატებლობა კი - სწავლისა და ზრდის შანსი, რაც მუდმივად მაძლევს იმის სურვილს, არ გავჩერდე, ყოველთვის ვისწავლო ახალი და შევქმნა განვითარების შესაძლებლობები.

1713864589