ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის გადასახადს დააწესებს ტურისტებისთვის.მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება და ძალაში იქნება ივლისამდე, ძირითადად სადღესასწაულო დღეებში.ცნობისთვის, იტალიამ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ტურისტებისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ტურისტულად დატვირთული ცენტრების განტვირთვას.

1714046699

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლ...

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით:ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია:ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას;მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.საბოლოო, მესამე მოსმენით, კანონის მიღება 17 მაისსაა დაგეგმილი.საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

1714045234

რომელ ადგილზეა საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით?

შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი - 345 ლარი ეგვიპტეშია.რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.კერძოდ, სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია. წყარო: BPN.GE

1714044392

„ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კ...

„სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი გვაქვს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. თუმცა, ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში აუცილებელია, შესაბამისად, მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ახალი პოლიტიკით, დავამუშავეთ და უკვე ჩავუშვით ახალი პროგრამა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების მიმართულებით.პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ ბიზნესს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიამ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რამდენად დაეხმარება ეს მას განვითარებაში. სააგენტოს კონკრეტული მექანიზმებით: 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებით და განთავსების საკომისიოს ანაზღაურებით, გვექნება გრანტები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ბროკერებთან თანამშრომლობით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას.დაინტერესება და მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია. პროგრამა არის ყველასთვის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - ჩვენ მხოლოდ ფინანსურად არ დავეხმარებით მათ, ტექნიკური დახმარების თვალსაზრისითაც დავუჭერთ მხარს, რომ მზად იყვნენ ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად. პროგრამის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც სხვა ბევრ პროგრამაში, ჩვენი პარტნიორია USAID“ - განაცხადა ხიდურელმა.მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტო კიდევ რამდენიმე მექანიზმის ამოქმედებას აპირებს:„წელს ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ე.წ. ექვითი ფონდი, სადაც სააგენტო ლიმიტირებულ პარტნიორად იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ერთად, საშუალებას მივცემთ კომპანიებს გამოიყენონ ფონდის დახმარების მექანიზმი“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე

1714041718

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor-ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summitღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

1714041287

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას. 

1714038568