ახალი ამბები

სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე - ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე - https://tbcconcept.ge/

1714052041

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს LSG Solutions-ს, მესტიის აეროპორტ...

“ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირი დაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თან წარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალება მისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფცია დავუკავშირეთ თამარ მეფის საზეიმო სამოსს. “ ნინო გრიგოლაშვილი LSG Solutions-ის არქიტექტორი.კონცეფციის ავტორებმა, თამარ მეფის სამოსის ელემენტები თარგმნეს არქიტექტურულ ენაზე. ბისონის შემადგენელი ელემენტები - მარგალიტები გამოყენებულია როგორც ხის კოჭების ჩარჩოების კონსტრუქცია, რომბები, როგორც სარკმლები გადახურვაში, ხოლო ჯვარედინი ნაქარგი, როგორც მზიდი კონსტრუქცია და წარდგება ჩვენს წინაშე, ახალი ტერმინალის შენობის საკონკურსო წინადადების სახით.მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება, თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარება ფუნქციურად მოიცავს გამგზავრებისა და მოფრენის ზონებს.ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია LSG Solutions-ს მისი არქიტექტორების მიერ შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას, რაც დიდი წარმატებაა, რადგან კომპანიის შემოთავაზებული კონცეფცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სვანეთის პოზიტიური იმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე. სვანეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და შესაბამისად, მის მოსახლეობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

1714051808

„სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდ...

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" გამართა და მას საჯარო და კერძო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათივე ცნობით, პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. დამსწრე საზოგადოებას პროგრამა დეტალურად გააცნო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.„ჩვენი სამინისტროს გუნდი კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმაზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს - ჩამოყალიბდა საინვესტიციო ფონდების ახალი კანონმდებლობა, დაიწყო და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, შეიქმნა მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები: ქავერდ ბონდები, სეკიურიტიზაციის კანონი, ნებაყოფლობითი საპენსიო ე.წ მესამე პილარი და ა.შ. თუმცა, რეფორმის წარმატებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბაზრის კონკრეტული ინსტრუმენტებით სტიმულირება და ხელშეწყობა, სწორედ ეს მიგვაჩნია რეფორმის შემდგომ ფაზად“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.სამინისტროს ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება, რომლებიც საფონდო ბაზარზე150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს, სააგენტო შესაძლებლობას მისცემს, პროგრამის თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ. ამასთან, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. ამ პროგრამის თანახმად, ასევე იგეგმება 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური ცოდნა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსებების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ. მისი ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და დეტალური სამოქმედო გეგმა, მათ შორის წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობის და საპენსიო რეფორმის დახვეწის მიმართულებით - შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით „აწარმოე საქართველოში“ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.„დარწმუნებული ვარ, ეს უმნიშვნელოვანეს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართველ მეწარმეებს ბიზნესის დაფინანსების და განვითარების ნაწილში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

1714048257

ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის გადასახადს დააწესებს ტურისტებისთვის.მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება და ძალაში იქნება ივლისამდე, ძირითადად სადღესასწაულო დღეებში.ცნობისთვის, იტალიამ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ტურისტებისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ტურისტულად დატვირთული ცენტრების განტვირთვას.

1714046699

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლ...

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით:ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია:ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას;მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.საბოლოო, მესამე მოსმენით, კანონის მიღება 17 მაისსაა დაგეგმილი.საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

1714045234

რომელ ადგილზეა საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით?

შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი - 345 ლარი ეგვიპტეშია.რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.კერძოდ, სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია. წყარო: BPN.GE

1714044392