Home » რეიტინგი » ,,ბანკები და ფინანსების” მკითხველთა აზრით საუკეთესო საკაბელო ოპერატორი ,,სილქნეტია”
,,ბანკები და ფინანსების" მკითხველთა აზრით საუკეთესო საკაბელო ოპერატორი ,,სილქნეტია"

,,ბანკები და ფინანსების” მკითხველთა აზრით საუკეთესო საკაბელო ოპერატორი ,,სილქნეტია”

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საქართველოში საუკეთესო სატელევიზიო მომსახურების მომწოდებელი კომპანია ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 26 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge-ზე მიმდინარეობდა 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
გამოკითხულთა 33%-ის (160 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ საკაბელო ოპერატორებს შორის საუკეთესო ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ,,კავკასუს ონლაინი“ გავიდა 29%-ით (140 ხმა). გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 7 კომპანია.
საუკეთესო საკაბელო ოპერატორებს შორის, www.bfm.ge-ის გამოკითხვაში, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: 

საკაბელო ოპერატორები ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
ბლექ სი სატი 7 1%
გლობალ TV 37 8%
კავკასუს ონლაინი 140 29%
მაგთი სატი 35 8%
MyVideo TV box 15 3%
სილკ TV 160 33%
სუპერ TV 27 6%
სხვა 59 12%

Share