Home » საზოგადოება » შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ
შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ

შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ

შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაინინგის ნაცვლად ადამიანმა ფეხით უნდა იაროს. საუბარია მობილურ აპლიკაცია Sweatcoin-ზე. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

აპლიკაცია Sweatcoin-ი iOS და ანდროიდის სისტემებზეა გათვლილი და დღის განმავლობაში ადამიანის მიერ გავლილ ნაბიჯებს ითვლის. ნაბიჯების რაოდენობას კი შემდეგ ციფრული ვალუტის ახალ სახეობაში, Sweatcoin-ში ახურდავებს.

აპლიკაციით კრიპტოვალუტის გამომუშავება შემდეგნაირად ხდება: ადამიანს, რომელსაც აპლიკაცია აქვს ჩამოწერილი ქუჩებში უნდა იაროს, ამასთან აპლიკაცია დაკავშირებული უნდა იყოს GPS-სისტემასთან, რათა აღიქვას რომ ადამიანი ნამდვილად მოძრაობს. ამასთან, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ აპლიკაციას ვერ მოატყუებენ სარბენ ბილიკზე, სახლში ან სამსახურში გადადგმული ნაბიჯებით. ყოველ 1000 ნაბიჯზე 1Sweatcoin-ი ირიცხება.

ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია Delta-ს, PayPal-ის სასაჩუქრე ბარათის და iPhone X-ს შეძენაც კი. აპლიკაცია მომხმარებლებისთვის უფასოა.

Share